დიფუზია ქართულად

დიფუზია – (1) მატერიის ან ენერგიის გადასვლა მაღალი კონცენტრაციის არიდან დაბალი კონცენტრაციის არეში. (2) დიფუზიის შედეგია უშუალო კონტაქტში მყოფი აირების ან სითხეების ერთმანეთში შერევა

დიფუზია ქართულად კი, ალბათ, ასე იქნება …

ქართული დიფუზიის შედეგია უშუალო კონტაქტში მყოფი ხელისუფლების ყველა რანგის ჩინოვნიკისა და ყველა რანგისა თუ წოდების სასულიერო პირების ერთმანეთში შერევა … ეს მეორე ნაწილია (2) …

კიდევ უფრო საინტერესოა პირველი(1) ნაწილი …  გადასვლა მაღალი არიდან დაბალ არეში

ანუ დამდაბლება … სულხან-საბას ლექსიკონში დამდაბლებას ასეთ ადგილზეც ვიპოვით:
ტყუნა – კაცთაგან ქალის დამდაბლება

და ამ მაღალი არიდან დაბალ არეში გადასვლით, დამდაბლებით ორივე მხარე კმაყოფილია …

ალბათ, რისი შედეგიცაა:

  1. ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის გაფარჩაკება
  2. თეთრისა და შავის ვერგარჩევა
  3. ელიტარული კორუფცია
  4. მორალური ქსელური მარკეტიგნგი
  5. ქართველეთი
  6. ილუზიების თავისუფლება
  7. პიარი-პიარი და სხვა მრავალი …

რაც, თავისთავად, გვირგვინდება კერპთაყვანისმცემლობით – არჩევნებითა და ვიღაც რომ უშველის თუ გააბრწინებს … იმედით …

დიფუზია ანუ ერთი, უკვე არსებულის, ძველის შერევა, მეორე, ასევე ძველთან და არაფერი ახალი – ნიმუშად დაბალანსებული კონსტიტუციაც გამოდგება …

Advertisements