ეშმაკი თუ კეთილი ანგელოზი?!

არის ასეთი რუსული გამონათქვამი –

В тихом омуте (болоте) черти водятся – წყნარ ჭაობში ეშმაკები ბინადრობენ …


ეს ჭაობი თუ არ ამოძრავდა-შეიცვალა  არაფერი მოხდება …

მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე …

ჭაობიც ხომ შეიძლება გალამაზდეს, კიდევ უფრო კეთილმოეწყოს, კომფორტული გახდეს …

– კი, მაგრამ, ამით არაფერი შეიცვლება …

– ნაწილობრივ ვერ დაგეთანხმებით …

– …

– ეშმაკებიც ხომ ლამაზდებიან … გალამაზებული ეშმაკები კი უკვე კეთილი ანგელოზები გვგონია …

(ეშმაკი ოდესღაც ხომ ანგელოზი იყო, უბრალოდ ჩამორჩა განვითარებას და …)

———————————————————-

P.S. რამოდენიმე დღეა ცხარე კამათია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით …

როგორც კი ნათელი გახდა, რომ ეკლესიის ქონებას საფრთხე არ შეექმნება – სიტუაცია დამშვიდდა …

სიმყუდროვისა და იდილიის დარღვევისთვის … სახელმწიფოს შეაწერეს საზღვარგარეთ ეკლესიების მშენებლობა …

ხელი ხელს ბანს – ორივე ერთად უფრო მეტ კომფორტშია …

ორი არათავისუფალი, კომფორტისმოყვარული მხარე – დემოკრატიისა და სიწმინდეების ნიღაბს ამოფარებული …

Advertisements