ვინ შეელევა ჯიპს?!

საქართველოს მოსახლეობა ~ 4.500.000
ინდოეთი: ~ 1.049.700.000 (2003) – 233,3-ჯერ მეტი ვიდრე საქართველოში
ეგვიპტე: ~ 77.400.000 (2003) – 17,2-ჯერ მეტი …

„ხალხზე ზრუნვითა და ღმერთთან კიდევ უფრო დაახლოების“ („ღმერთის მოქრთამვის“) მიზნით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ-ეკლესიური მზრუნველობის შედეგად საქართველოში უახლოეს პერიოდში აშენდა, ალბათ, 3000 ეკლესია-სამონსატრო კომპლექსი … ჩართული არიან ცნობილი, ცნობადი, ფულიანი-უფულო, სახელმწიფო მოღვაწე, პარლამენტარები, მთავრობა … რაც აქტიურად შუქდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი …


რა საცოდავები არიან ინდოელები თუ ეგვიპტელები, რომლებზეც არავინ ზრუნავს … …
მათაც რომ ჰყავდეთ ასეთი მზუნველი საერო-სახელმწიფო-სასულიერო მოღვაწეები …
ხომ იქნებოდა ინდოეთში 233 თაჯ-მაჰალი …
ეგვიპტეში კი სულ მცირე 17-ჯერ მეტი პირამიდა …

მოიძენება კი მსოფლიოში სახელმწიფო ან ერი, რომელიც ასე გულმოდგინედ აფარჩაკებდეს საკუთარ ისტორიას, კულტურულ, არქიტექტორულ თუ სხვა მემკვიდრეობას … ბითუმად ყიდდეს ქრისტეს, მთავარანგელოზებს, ანგელოზებსა თუ წმინდანებს … (იხილეთ შავ-თეთრი კადრი)

ქვეყანა, სადაც დასაქმების, ფულის შოვნისა და გადასახადებისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალებაა „სასულიერო-საეკლესიო“ მოღვაწეობა …

წავიდოდა კი ეგვიპტეში ჩასული ტურისტი პირამიდების სანახავად უდაბნოში, სასტუმროს წინ ან გვერდითა ქუჩაზე, გიზის კომპლექსი თუ იქნებოდა …

ან კიდევ დელიდან 230 კმ-ზე თაჯ-მაჰალის სანახავად … იქვე რომ ყოფილიყო 15 ან 20 თაჯ-მაჰალი(ინდოეთის მასშტაბიდან გამომდინარე) … რაღაც ეჭვი მეპარება

დაინტერესდება კი საქართველოში ჩამოსული ტურისტი სხვადასხვა მართლა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, როცა … იქვე, ყოველ კუთხეში ახალთახალი კომფორტულ, კონდიცირებული ოფისი-ეკლესია … მამაოც მოგრიალდება ჯიპით და უცოდველსაც გაუშვებს … მერე რა თუ ის(არ ყველა) ოდესღაც მილიციაში მუშაობდა(„ძაღლი“ იყო, როგორც მაშინ უწოდებდნენ) და შემცირებაში მოყვა, დასაქმდა …

საინფორმაციო და სატელევიზიო სარეკლამო კლიპები ხომ სულ იმას ჩაგვძახებს, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა ესაა ღირსების საქმე და თითო ლარით უნდა შევეწიოთ.

„და ამით პატივი მივაგოთ სამყაროს შემოქმედს“ (ეს მკრეხელობაც აღარაა!!!) … …

 

„არც ფიქრი უნდა(0:42) … და არ ვიცით რა ხდება(0:53)“ – მაგრამ მიდიან …

საინტერესოა ვინაა ამ ყველაფერის … რა თქმა უნდა, ეს ხომ მუხლმოდრეკილ-არაკორუმპირებულ-გაეკლესიურებული ხელისუფლების მიერაა მხარდაჭერილი …

და რა იქნება შემდეგ?!
როგორც კი აღარ მიეცემათ კიდევ უფრო მეტი … ვინ შეელევა ჯიპს და კომფორტს?! … ალბათ, რელიგიური სახელმწიფო გადატრიალება …

———-

მედალს მეორე მხარეც აქვს, დადებითი … ამდენი და ასეთი რეკლამა ახალგაზრდობა თაობას (ზოგიერთ უფროსსაც კი) მიიყვანს აზრამდე – რომ ეს ყველაფერი ფარსია და  ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს …

„რელიგია ჯერ არ არსებობს. თქვენ ფიქრობთ, რომ რელიგია არსებობს – რელიგია კი შესაქმნელია, იგი მრავალი ადამიანის გაერთიანებით უნდა იშვას“. ნოვალისი, ფრაგმენტი

Advertisements