ქართველეთი

ვერსია უძველესი ადამიანის შესახებ შესაძლოა შეიცვალოს 08.06.11 18:31

„ამერიკის ნაციონალური აკადემია სენსაციური ჰიპოთეზას აქვეყნებს. სპეციალისტების ვარაუდით, ვერსია უძველესი ადამიანის შესახებ შესაძლოა შეიცვალოს. ქართველი და ამერიკელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში პირველი მოსახლე არა აფრიკული წარმოშობის, არამედ დმანისელი ადამიანია. …“

გავუსწროთ მოვლენებს და … ალბათ, სულ ცოტა ხანში დადასტურდება, რომ ადამი და ევა ქართველები იყვნენ … ბუნებრივია, ეკლესიური (ჯერჯერობით გაურკვეველია მოძღვრის ვინაობა – შეიძლება უშუალოდ ღმერთი იყო)

მე-20 საუკუნიდან დაწყებული ისტერია უცხოპლანეტელებზე … ადამისა და ევას, შესაძლოა ზეზვასა და მზიას – დაკარგული შვილები არიან … ესეც დაზუსტდება …

დედამიწა მთლიანად ქართულია … მზის სისტემის დასახელება მზიასგან მოდის … უახლოეს მომავალში სამყაროს სახელი შეიცვლება – ქართველეთით …

ასე თუ გაგრძელდა … ?!

ამავე თემაზე 2.500.000 წლის წინ

Advertisements