გაპრანჭული მარტოსული

გამოპრანჭული პატარა, ერთი ციცქნა გოგონა, მშობელთან ერთად …

მშობლის გაპრანჭული ამბიცია – სიამაყე … პატარამ ჯერ არ იცის ეს რა ხილია …

წყლის გუბე … მოწყდა ადგილიდან და გუბეში … და … „მოსიყვარულე“ ჭექა- ქუხილი …

აბა რა იქნებოდა, გააჭუჭყიანა ამბიცია და სიამაყე …

ვინ იზავს ამას რა მნიშვნელობა აქვს … იმდენად ძლიერი „მოსიყვარულე“ ჭექა-ქუხილი, თავად რომ იგივე შეემთხვეს, სულ ცოტა ხელს გაარტყავს, ვერ აიტანს …

მაგრამ ეს ხომ “მოსიყვარულე ჭექა-ქუხილია” საუკეთესო განზრახვითა და ბავშვზე ზრუნვით …

მობილური აუცილებელია, ავტომობილი, გართობა, სამსახური … ბავშვიცცცცც …

პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, რა დააკმაყოფილებს ამბიციებსა და შეგრძნებებს …

პირველი ნაბიჯი გემოვნება-შეხედულება-აჩემებების ჩამოყალიბების – ცხოვრების – გზაზე …

წლების შემდეგ კი, ამ პატარას ეცოდინება, რომ ნივთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი … ადამიანი-ნივთი …

შანსიც ექნება რაიმე შეცვალოს …

Advertisements