დაკარგული საუბარი

იმეილი უკვე წარსულია?!

… ერთი არ მოეწონა, გადახია … მეორემ გაახარა … კიდევ გადაიკითხა … ისევ …

პასუხის წერისას თავზე დაათენდა და ჩაეძინა …

ერთ კვირაში გამოივლის ფოსტალიონი, მაგრამ მაინც დაწერა …

მესამე დღეს ისევ გადაიკითხა – ოდნავ შეცვალა …

ისევ … საერთოდ სხვანაირია … დილით გააგზავნის …

გადახეული წერილი გაახსენდა, მოძებნა და წაიკითხა – არცთუ უსიამოვნო იყო … ხელახლა წაიკითხა … თავზე დაათენდა და ფოსტალიონსაც ვერ მიუსწრო … ისევ ერთი კვირა … ერთ თვეში გამოირა

გააგზავნა … ორივე წერილი ერთნაირი გამოვიდა – გულისყურით წაკითხული, გულიანად პასუხგაცემული …

—————————-

უამრავი „მეგობარი“ – სმაილიკი მოვიდა – პასუხად სმაილიკი … მეორემ რაღაც მოწერა, უპასუხა … სხვამ … პასუხები აერია – გაბრაზდა … იქიდანაც იგივე რეაქცია … გაუგებრობა … სმაილიკი … ეწყინა – უპასუხა სასწრაფოდ – იმან ვერ გაიგო რა იყო საწყენი …

შუაღამეა და მთელი გაწამაწია … დილით ნაბახუსევივით …

უმეტესწილად, უსულგულო არაფრის მთქმელი …

—————————

ყველაფრის აფიშირება – უფრო ზუსტად კი, თუ რა მაგარი და განსხვავებული … ოღონდ სიახლე დაიდოს … საკუთარი და ოჯახის სურათები, ძაღლების, კატების … დაბადების დღისა თუ ქორწილის …

დაLikeბა … კომენტარი კომენტარისთვის თანამედროვე ძველ სახლში

ერთიდაიგივე თემ(ებ)ის აჩემება … ერთიდაიგივე აზრები – იშვიათად რაიმე ახალი …

—-

– საათი ისევ ისე კი მოძრაობს … დრო გარბის? …

– დაიკარგა საუბარი … ის დრო აღარ არის … ალბათ, უსულგულოდ ვფიქრობთ ანუ გვგონია რომ ვაზროვნებთ …

 

Advertisements