არაა მასე … ?!

„არა … არაა მასე … არა და არა … არაააა მასე …“

ჩვეულებრივი სიტუაცია – რაიმე არ მაწყობს …


უზარმაზარი დოლურა, რომელშიც ლატარიის ბილეთებივით ვართ ჩაყრილები და ხან ერთს გაგვისვრის, ჩამოგვაგდებს დედამიწაზე, ხან მეორეს … ზოგი საქართველოში იბადება, სხვა ინდოეთსა თუ იაპონიაში, ვიღაც ჩავარდება მათხოვრის ოჯახში, ვიღაც კი … „ვარსვლავისა“ თუ მილიონერის ოჯახში …

ღმერთი ხომ კეთილია და რა ექნა, ყველას უნდა სულ მინიმუმ „მეფური“ გარემოცვა-ცხოვრება … ამიტომაც დადგა დოლურა … დაატრიალა და …

ეს არათუ იუმორნარევი ან რაიმე მსგავსია … პირიქით …

სრული სისულელე … სისულელე, რომელიც გვაწყობს … რატომაც მივტირით საკუთარ ბედს … გვშურს სხვისი …

ფრიად კომფორტული რამ – ვიცით რომ …


არც აზროვნება-დაფიქრება და არც კვლევა-ძიებაა საჭირო …

რატომ გავჩნდი ამა თუ იმ ქვეყანაში, რატომ ავირჩიე ეს მშობლები, და-ძმა, გარემოცვა … ამის მსგავსი კითხვა საერთოდაც არ ჩნდება …

კითხვა თუ გარედან გაისმა, პასუხიც უკვე მზადა გვაქვს – ისეთი როგორიც გვაწყობს …

ან „არა … არაა მასე … არა და არა … არაააა მასე …“

Advertisements