ცალმხრივობის მიზეზით …

სკოლაში, უმაღლესშიც, კვლევით თუ სხვა დაწესებეულებაში იმდენად კარგად აითვისეს და გაერკვნენ ყველაფერში, რომ …


… რა თქმა უნდა, ყველაფერი გაითვალისწინეს-გათვალეს-დაიანგარიშეს და … სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში ატომური სადგური ააშენეს …

(ატომურ სადგურზე გამაგრილებელი სისტემის აფეთქება 11-14.03.2011)

კომპიუტერული მოდელირება, ფილა დაიძრა … ტალღა წარმოიშვა … ახალი-ძველი დასკვნები …

«მე ვერ წარმომიდგენია ჭეშმარიტი მკვლევარი, რომელსაც ღრმა რწმენა არა აქვს. ეს, ასეც შეიძლება გამოიხატოს: უღმრთო მეცნიერება წარმოუდგენელია» (Einstein, Science, Philosophy And Religion: A Symposium, 1941, ch. 13)

უბრალოდ, გამორჩათ ან საერთოდ აზრადაც კი არ მოსვლიათ, რომ დედამიწა ცოცხალია – დიდი და ცოცხალი არსება …

ნემსის ჩხვლეტისას რეაქცია მაქვს და არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაც … სხეულზე ბურღი რომ დამადონ და ჩართონ … ან ვთქვათ, მუცლის ღრუში ან თავის ქალაში მცირე აფეთქება მოაწყონ … რომ არაფერი ვთქვათ 2.500.000 წლის წინანდელ ადამიანთა ნაშთებზე

რთულია აღიარება … შესისხლხორცებულ-ჩაკირული აზრებიდან თავის დაღწევა …

ატომი, ელექტრონი, პროტონი, კვარკი … პეპელას საოცარი შეფერილობა ან ადამიანის ესა თუ ის თვისება, ავადმყოფობა თუ გარეგნობის თავისებურება – დნმ-ში, გენეტიკასა თუ რაიმე მსგავსში ვეძებთ … მართალიცაა, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ რაღაც, არაფიზიკური განაპირობებს თუ …

არაფიზიკურის, მშვინვიერ-სულიერის გამოკვლევაც ხომ ისევე გვინდა, ატომებსა თუ თმის მოვლის საშუალებებს როგორც ვიკვლევთ …

ფაქტობრივად, ისევე, თევზმა ხეზე ცხოვრება რომ გადაწყვიტოს იმ კანონებით, რაც წყალში მოქმედებს … ან გემის კაპიტანმა, თავისი ხომალდით ასფალტის გზაზე გავლა რომ მოინდომოს …

ხიდი ფიზიკურსა და არაფიზიკურს შორის … არაკომფორტული საქმე, რომელიც კოლოსალურ შრომას მოითხოვს … მერე გართობა?

Advertisements