უმძიმესი მემკვიდრეობა

სახლი, მანქანა, ძვირფასეულობა, ძალაუფლება, ფული … კეთილი, კარგი ადამიანი …

ერთ დღესაც, როგორც იტყვიან ხოლმე, ყველაფერი ოხრად რჩება …
საწყალი, ამდენი იშრომა, ასეთი … იყო … პანაშვიდი, დაკრძალვა(ფარსი სპექტაკლი) … დაკრძალვამდე კი – ანდერძის გარკვევა, ეს ჩემია, იმას როგორ დაუტოვა …
მემკვიდრეობის ანუ ოხრად დარჩენილის განაწილება … ანუ თავისი აქვს, რაც აქვს და კიდევ სხვისას ეპოტინება, რომელიც მას არ შეუქმნია, მაგრამ თვლის რომ მისია …
ქვა შეიძლებას ქვას შეეჯახოს ან დაეცეს და რომელიმე გატყდეს …
მცენარეს რაც სჭირდება, იმაზე მეტ წყალსა თუ ნივთიერებას, ვერ ითვისებს …
არც ძროხა ძოვს იმაზე მეტ ბალახს – რისი მონელება-გადამუშავება არ შეუძლია …
ამ სამიდან – მინერალური, მცენარეული და ცხოველთა სამყარო – არც ერთი ფიქრობს …
ადამიანი – მოაზროვნე არსება  …
ფიქრობს და იცის – რომ ყველაფერი ოხრად რჩება … და მაინც ვაგროვებთ, ვიტაცებთ …
ესაა აზროვნება?
– ალბათ, „მემკვიდრეობითი“, გარემოცვიდან შთაბეჭდილი აზრი-აჩემება, რომ ეს ასეა – და რომლებიც ჩემი არაა … უბრალოდ ჩამაბეჭდეს, ვიცი, ახლა უკვე მაწყობს … არაა პრობლემა, ასეც უნდა ყოფილიყო …
– …
– უბრალოდ ცხოვრების მანძილზე, ეს აზრები ხშირად მრჩება ხოლმე ოხრად …
– ანუ …
– მაწუხებს, მტანჯავს, არ მაძინებს, ვიღაც შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს და … ისმება დიაგნოზი: დეპრესია, ნერვოზი და მსგავსი, რასაც აკადემიური მედიცინა თუ ფსიქოლოგია სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებს(იქვეა „წამალიც“, ვალერიანიდან დაწყებული ფსიქოტროპულის ჩათვლით) …
– როდემდე?
– შემდეგ დეპრესიამდე თუ პრობლემამდე…
– და გამოსავალი?
– ალბათ, ამ ოხრად დარჩენილისგან, აჩემებული აზრებისგან გათავისუფლება …
– როგორ?
– არ ვიცი …
– და მაინც?
– როგორ აზროვნებ?
– …
Advertisements