რატომ?

  • იმიტომ …
  • ეს პასუხი არაა …

    – დიახ, უამრავი დრო დავკარგე და ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, რომ აქამდე მოვსულიყავი – დრო, რომელსაც ვერავინ დააბრუნებს და ვერც ავანაზღაურებ … უბრალოდ ფბ-დან გავედი და ეგაა … ყველამ თვითონ, თავისთვის უნდა გაარკვიოს რა და როგორაა …

ჩემის აზრით კი, დამოკიდებულება-არათავისუფლება … გაცილებით მძლავრი ნარკოტიკი, ვიდრე ის, რაც ნარკოტიკადაა აღიარებული და რომლის შედეგის დანახვა ახლა შეუძლებელია … მაგრამ, დამოკიდებულება-არათავისუფლების გაცნობიერება შესაძლებელია … და ამ ყველაფერთან ერთად ფბ(Facebook) სოციალური თუ ანტისოციალური ქსელია?

  • და მერე?
  • ცხოვრება გრძლდება და გაცილებით უფრო საინტერესო და აზრიანია …

  • ადამიანები, ფბ-მეგობრები?

  • ადამიანები, რომელთაც შევხვდი ისინი არიან და ფბ-ს გარეშეც შესაძლებელია ურთიერთობა …

  • ის მთავარი, რასაც შეხვედრა ჰქვია შედგა და … შესაძლოა ზოგიერთ მათგანს, ალბათ, უმეტესობას, ფიზიკურად ვერც კი შეხვდე, მაგრამ, ის ურთიერთობა, სულიერი კავშირი, საერთო ინტერესები რაც შეხვედრისას ჩამოყალიბდა, ის გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური სიმდიდრე …

    ნახვამდის ფბ

    ღიმილუსთავისუფალოსსმაილიკუსი 🙂

    Advertisements