მოსიარულე ქვევრი

დადის და ლაპარაკობს …

ესაა გარეგანი, არასიღრმისეული დაკვირვება … და არანაირად დასკვნა, შეფასება ან რაიმეს მტკიცება

ერთ-ერთ მცირე ზომის წიგნში (2-3 წლის წინ საპატრიარქოს მიერ გამოცემული) მოყვანილი იყო მე-17 თუ მე-18 საუკუნის ბერძენი მღვდელმსახურის ხილვა:

… რომ ოდესღაც დადგებოდა დრო, როცა ყველა სახლში იდგებოდა ყუთი, შიგნით ეშმაკით, რომელსაც რქები სახურავზე ექნებოდა … (გადმოვცემ აზრობრივად და არა ზუსტად, ციტატის ფორმით; გადამოწმება შესაძლებელია)

იმ დროისთვის, ალბათ სრულიად გაუგებარი …

ისევე, როგორც დღეს …

– საკუთარი გემოვნებით ვიცმევ …

– სასწავლებელი მე ავირჩიე … სამსახურიც ისეთი მინდა, როგორიც …

და ასე შემდეგ უსასრულობამდე – ვფიქრობ, მინდა, მომწონს, ვაკეთებ მე, როგორც სრულიად … დამოუკიდებელი, თავისუფალი და …

სულ ჩართულია და წარმოუდგენელიც კი არის მის გარეშე …

ფილმები, რეკლამა, ინფორმაცია … ეს ასეა … საუკეთესო, სასარგებლო თუ მავნებელი …

დღეს ხომ

– საკუთარი გემოვნებით ვიცმევ … ვუსმენ მუსიკას … ვკითხულობ აუცილებელ წიგნებს …

– ვირჩევ პროფესიას, ურთიერთობასაც კი …

– ჩემი აზრებია, აბა რა … რომ არაფერი ვთქვათ, სამეცნიერო, პოლიტიკურ თუ რელიგიურ შეხედულებებზე …

მაგრამ დარვინს რომ ეთქვა და ყუთშიც მრავალჯერ – რეკლამის ან სხვა ფორმით … ადამიანი ტარაკანისგან განვითარდა – გვეცოდინებოდა და მსგავსებასაც ვიპოვიდით …

თავისთავად ცხადია, თუ კოჭლი … პლატიკური ოპერაცია – ფეხის დამოკლება …

(ინტერნეტზე საუბარი უკვე ზედმეტია)
———————–

ალბათ, ამ ჩანაწერში მოაზროვნე ადამიანი არ ჩანს … თავისუფალი …

———————–

P.S. ეს ჩანაწერი არც ტელევიზორისა თუ ინტერნეტის კრიტიკაა და არც ანტიპროპაგანდა თუ რაიმე მსგავსი … უბრალოდ, გარეგანი, არასიღმისეული დაკვირვება …

Advertisements