აჩემებული ისარი

ლექსი, რომელიც რაფიელ ერისთავს ეკუთვნის და მხოლოდ მისი, ასე ვთქვათ, მოსაზრება თუ მხატვრული ხედვაა …

გაუგებარია, ქართველებისთვის რატომაა, ეგრეთ წოდებულ, ცხოვრების აზრად თუ აუცილებლობად ქცეული … რომელიც ბავშვობიდან გვესმის …

ამ მხრივ, საერთოდ გაუგებარია იმათი პოზიცია, ვინც საქართველოში არ იმყოფება … მაინც მისტირის და სულ თან დააქვს თავისი „ისარი“ … თუ ასეა, რატომ წავიდნენ?

ასევე გაუგებარი მოწოდებები საქართველოდან წასულების მიმართ საერო (ოჯახი, სამეგობრო, ხელისუფლება) თუ სასულიერო პირების მხრიდან – სამშობლოში დაბრუნებაზე …

რომ არაფერი ვთქვათ, ზოგადად ცნება სამშობლო, უკვდავება, სამოთხე და სხვა …

და ეს მაშინ, როცა კითხვა: „რატომ დავიბადე საქართველოში?“ … საერთოდ არ დაისმის …

 

რაფიელ ერისთავი – სამშობლო ხევსურისა

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, – ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

და ასე შემდეგ …

Advertisements