მცდარია?!

მცდარია კი რომელიმე აზრი?!

ჩემი კუთხიდან – უძრავად მდგომის …

ყველაფერი, რომელსაც ჩემი უძრაობის წერტილიდან ვერ აღვიქვავ – არ არსებობს … მცდარია ან …

სხვაც იგივეს უყურებს – საკუთარი უძრაობიდან – იმისთვის ჩემი ხედვაა …

ალბათ, საქმე არა საგნის, მოვლენისა თუ საკითხის მცდარობა-არამცდარობაშია …

პრობლემა ჩემშია … ჩემი აზრების სიხისტე-უძრაობა-უცვლელობაში …

ელასტიურობა, მოძრაობა, ცვლილება – სრულ სიფხიზლესა და კოლოსალურ შრომას მოითხოვს … საკუთარის დატოვება, სხვისით ავსება – შემდეგ ამისგანაც დაცლა, ხელახლა ავსება … და ეს დაცლა-ავსებაა ურთულესი …

და რასაც ვერ ველევით, რასაც ვიტოვებთ – თუნდაც როგორც „ჩვენს მონაპოვარს“ – ის უკვე აჩემებად იქცევა, ჩაკირულ აზრად, რომელსაც მთელი ცხოვრება თან დავათრევთ, ვითომც-და „თავისუფალნი“ …

აზრი-აჩემებები კი იმდენი გროვდება, რომ ახლისთვის ადგილი აღარაა – მაგრამ, მაინც ჯიუტად ვფიქრობთ რომ ახალი მოვიაზრეთ ან …

————————————————————-

„რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“

ვეფხისტყაოსანი, შოთა რუსთაველი

————————————————————-

რა სურს დღეს ადამიანს?

სტაბილური ცხოვრება – სტაბილური სამსახური, ოჯახი, დასვენება … კომფორტი … ანუ სიხისტე-უძრაობა-უცვლელობა …

 

Advertisements