უფროს(?!)-უმცროსი

როგორ უყურებს, აღიქვამს ახალგაზრდა თაობა უფროს თაობას?

მუშაობს, შრომობს მომავალი თაობისთვის, შვილებისთვის საუკეთესო უნდა …

იღლება და ისვენებს – ისევე, როგორც ახალგაზრდა … ასე ვთქვათ, თინეიჯერობს …

30, 40, 50, 60 … ასაკში ადამიანი რომ ისევე იქცევა, როგორც ახალგაზრდა 15, 20 ასაკში – რა თქმა უნდა სასაცილოა და არათუ რაიმე მოწიწებას ან პატივისცემას იმსახურებს უმცროსისგან – პირიქითაც კი, მასხრად აგდების საგანია …

ბუნებრივია, უმცროსი უყურებს როგორ და რას აკეთებს, რაზე საუბრობს უფროსი, რომელიც 40-60 წლისაა, მაგრამ თავი 15-20 წლის ჰგონია …

უფროსმა იცის რომ უფროსია … ოდნავ მეტი აქვს ნანახი ცხოვრებაში, რაღაც უსწავლია და … უფლებაცა აქვს, რომ უმცროსს „ასწავლოს“ და ამავე დროს მოდურია იყო უმცროსის მეგობარი, ისევე ითინეიჯერო და თან ასწავლო …

რას ხედავს უმცროსი?

უფროსისთვის ცხოვრების აზრად გართობაა ქცეული, აუცილებელია სექსი სიცოცხლის ბოლო წუთამდე, სასმელი და ნივთები, ნივთები, საგნები …

უმცროსი იმასაც ხედავს, რომ ერთ დღესაც ეს „თინეიჯერი“ ბებერი კვდება და ყველაფერი, რისთვისაც ცხოვრობდა დატოვა …

უმცროსი ამჩნევს რომ უფროსი, უბრალოდ ასაკითაა უფროსი და მეტი არაფერი – მის სიტყვებსა თუ ქცევაში საერთოდ არაა სიბრძნე და სიდარბაისლე – რასაც, უფროსი არ ეთანხმება …

—————————–

ინფანტილიზმი (ლათ.infantilis ბავშვური, -ismus მდგომარეობა ) – განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა; ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე

Advertisements