ციხეა კი ციხე?!

„მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი” გოეთე

„თავისუფალი მხოლოდ ისაა, ვინც ყველაფერი დაკარგა, რისთვისაც ცხოვრება ღირს“ 

ერიხ მარია რემარკი

– აბა, შენ ჩაჯექი და ნახე როგორია, ამდენი წელი, ისეთ პირობებში …

გასაგებია, მაგრამ …

– რა, ქუჩაში რომ დადიხარ, სამსახურსა თუ რესტორანში ნებივრობ … გგონია, თავისუფალი ხარ?

– დიახაც …

– რაღაც ეჭვი მეპარება … და რისგან ხარ თავისუფალი? იმ აზრებისგან, გონება რითიცაა გამოტენილი? თუ ყოველდღიურად არ გიწევს იმის კეთება, რაც არცთუ გსიამოვნებს? საკვებზე ზრუნვა, აფთიაქში წასვლა, ბავშვის სკოლა თუ ჩასაცმელი, საკუთარი ხომ თავისთავად, ინტერნეტი, ტელევიზორი, გადასახადები … სად წავიდე … ყოველდღე ერთიდაიგივე ოცნება … ფიქრებიც ხომ სულ მეორდება …

– …

– თავად გააგრძლე მე დაგიცდი … ჩამოთვალე, ალბათ, 3-4 საათი არ გეყოფა …

– ალბათ …

– ხოდა, შენ ხარ თავისუფალი და ის ვინც ციხეშია …

– …

– თავისუფალი ადამიანი ყველგან თავისუფალია …

ეს ხომ ადგილია, სადაც ადამიანი თავისუფალია ყოფითისგან, გამფანტველისგან, იმისგან რაც აჯაჭვავს ამა თუ იმ საკითხს, საგანსა თუ მოვლენას … ადგილი სადაც მოხსნილია გარეგანი გამფანტველი ფაქტორები …

და თუ ადამიანი გონიერია …

– და ციხე აუცილებელია?

– ალბათ, არა – ყველა საკუთარი ფეხით მივდივართ იქ, სადაც შანსია გავხდეთ ადამიანი …

კომფორტში არაფერი იბადება, კიდევ უფრო მეტი კომფორტის მოთხოვნილების გარდა …

კომფორტში სინანული არაა – შური კი არის, სხვას რომ „უკეთ“ აქვს ყველაფერი ვიდრე მე …

სინანულის გარეშე სამყარო ვერ იარსებებდა … მიუხედავად იმისა, რომ ის ერთია და „ძალიან ცუდ დღეში“ – სწორედაც მაგიტომ მრავალნი კარგად ვართ … ფაქტობრივად, სხვის ხარჯზე ვცხოვრობთ …

უფალო, მომეცი იმისი შეძლება,
შევცვალო ის, რისი შეცვლაც შეიძლება,
იმას შევეგუო, რაც ვერ შეიცვლება,
თან, რა რომელია, შემეძლოს შეცნობა.

(აჯა სოლომონ ბრძენისა)

Advertisements