აღზრდის ხელოვნება

საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა ეკლესიით, როგორსაც ხედავს და რაც ფაქტობრივად ბიზნესთან უფროა კავშირში, კლიენტების მომსახურებასთან, უფრო ზუსტად კლიენტის(მრევლის) მოზიდვასთან, ვიდრე, რაც მათ მოვალეობაშია – საეკლესიო მსახურება – მხოლოდდამხოლოდ საეკლესიო მსახურება …

ადამიანს, ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, სადღაც 13-14 წლის ასაკიდან … ბუნებრივად უჩნდება მოთხოვნილება ეზიაროს რაღაც უფრო აღმატებულს, მაღალს, ჰქონდეს მის მიმართ მოწიწება, მორიდება და ასე შემდეგ …

საზოგადოების ეს ნაწილი, ალბათ, გაუცნობიერებლად, ხვდება და უკმაყოფილოა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა ბუნებრივ პროცესს უკუპროცესად აქცევს … ბუნებრივი და ნორმალურიცაა, ახალგაზრდები ხდებიან რელიგიურები … შემდეგ ეს იღებს მახინჯ ფორმას, სახეს … მოდური ეკლესია, გამგებიანი „მოძღვარი“, „სამარხვო“-დიეტური საკვები, გართობის კიდევ ერთ-ერთ ფორმად იქცა საეკლესიო დღესასწაულები …

თავისთავად ცხადია ირევა ამაღლებულისა და მისი საპირისპიროს გარჩევა-განსხვავება …

კუმირები, ფანები – კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარსულში სრულიად ნორმალური იყო …

პროცესი უკვე შეუქცევადია …

გამოსავალი, ალბათ, აღზრდაშია, რომელიც ხელოვნების დონეზეა …

აღზრდის ხელოვნება – მსხვერპლის გაღება

ესაა ის, რისთვისაც მშობელს არ სცალია – სამსახური, რესტორანი, მეგობრები, სერიალი, კომპიუტერი … არც მასწავლებელს – მან იცის, ყველაფერი იცის

Advertisements