იხვი და მყვარი

ნაწყვეტი სულხან-საბა ორბელიანის წიგნიდან „სიბრძნე-სიცრუისა“

იხვი და მყვარი

(მყვარი – იხ. მყუარი – (ოთხფ.) (+8,3 გამოსლ) ბაყაყი; სულხან-საბა „ლექსიკონი ქართული“)

(ტექსტის ორიგანალი მოცემულია ციტატის ფორმით, ბრჭყალებში, „…“)

„ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა“.

„ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან“.

მუშაობდნენ, სწავლობდნენ, ახალ სისტემებსა და პროგრამებს ქმნიდნენ, რამოდენიმეჯერ ხელიც შეუშალა არეულობამ თუ … და მივიდნენ იქამდე, რომ … დღგ, საშემოსავლო … საფონდო ბირჟა, ინდექსები: NASDAQ, NY Stock Exchange, ტოკიოსა თუ … FTSE, DAX, DJIA, … „თავიუსუფალი“ ბაზარი. „თავისუფალი“ ეკონომიკური ზონები, მოძრაობები, პარტიები, ფონდები, ასოციაციები, პრემიერი, მინისტრი, პრეზიდენტი, თავმჯდომარე, სპიკერი, მეფე, პარლამენტი, ელიტა, …

„რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა“.

2008 წლის 8 აგვისტო … დაიწყო კრიზისი … კლიმატური პირობები იცვლება, მიწისძვრები და კატასტროფები აშკარად მატულობს …

„იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო!“

„მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო!“

ოდესღაც აზრი ერთ ადგილზე რომ გაჩერებულიყო …

ძლიერ ჭკვიანმა ადამიანებმა, ექსპეტებმა, პროფესიონალებმა დაიწყეს გამოსავალის ძიება … ვერ ვტოვებთ ჯერ იმ სამკვიდროს, რომელმაც ამოწურა თავისი თავი …

„იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა“.

აზრი, აჩემებების გარეშე – თავისუფალია …

„მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა“.

კომფორტში ვართ ამ სამკვიდროში ჩაკირულ აზრებში და ვერ ვტოვებთ …

„ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო?

„მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო“.

ისევ პროგრამები, შეხვედრები, პრეზენტაციები, კოალიციები, სამმიტები, დებატები … იგივე აზრები, იმავე დამყაყებული გუბიდან, რომელიც ოდესღაც ლამაზი სანახავი იყო …

„უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო“.

“მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ,
შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა” ალბერტ აინშტაინი

– და რა განსხვავებაა ადამიანს და იხვსა თუ მყვარს(ბაყაყს) შორის?

– იხვმა და მყვარმა(ბაყაყმა) არ იცინ რომ ის იხვია, მეორე კი მყავრი(ბაყაყი) …

– ადამიანმა?!

– ადამიანს ჰგონია, რომ … აი, ახლა ამ საქმეს … ყველაფერი თავიდან დავიწყოთ … ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ … ახლა სახლში რომ გადავალ … ახალ წელს … ახალი ცოლი თუ ქმარი … იმ ქვეყანაში უკეთესი …

– იხვი და მყვარი(ბაყაყი) ერთ გუბეს მიატოვებენ სხვაში გადავლენ …

– ადამიანს სულ თან დააქვს საკუთარი აზრებით გატენილი გუბე … უცვლელ-კომფორტული აზრთა გუბე … ასაკთან ერთად კი, სულ უფრო მეტად და მეტად …

Advertisements