ოდრი ჰეპბერნი

„მე დავიბადე სიყვარულის გასაოცარი სურვილით და მისი გაცემის დაუოკებელი მოთხოვნილებით“. ოდრი ჰეპბერნი

grave_of_audrey_hepburn_tolochenaz_switzerland

„…როგორც ყოველთვის, ოდრიმ საშობაო ბარათები დააგზავნა. ამ წელს (1992) ინდოელი მწერლისა და ფილოსოფოსის რაბინდრაანთ თაგორის ციტატა აირჩია: „ყოველი ბავშვი – ესაა იმის შეხსენება, რომ ღმერთს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ადამიანის რწმენა“.

25 დეკემბერს პირველ სართულზე ჩავიდა და ტახტზე წამოწვა … დღის ბოლოს საძინებელში ასვლამდე, ოდრიმ თვალი მოავლო იქ მყოფთ და თქვა: „ეს არის ყველაზე ბედნიერი შობა ჩემს ცხოვრებაში. …“ (ა. უოლკერი, ოდრი ჰეპბერნი – ბიოგრაფია, ლონდონი, 1994წ.)

ამბობენ, არასდროს ყოფილა ისეთი ბედნიერი როგორც სიკვდილის წინ …

მეოცე საუკუნის და არა მხოლოდ მეოცე საუკუნის, ყველაზე მომხიბვლელმა და დახვეწილმა ქალმა, 1992 წლის 20 იანვარს დატოვა ყველაფერი …

Audrey_Hepburn_46

… და ღმერთებსაც წაუღო სიყვარული, სილამაზე, მომხიბვლელობა, სათნოება, თავდადება, ელეგანტურობა …

… ოდრი ნებისმიერ ასაკში ახალგაზრდა გარდაიცვლებოდა …

Audrey_Hepburn_a3Audrey_Hepburn_aAudrey_Hepburn_a2Audrey_Hepburn_a1Audrey_Hepburn_40Audrey_Hepburn_a4

და როგორც ვარდი ალამაზებს გარემოს, სანაცვლოდ არაფრის მომთხოვნი – ოდრი …

1992 წელს, გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე, UNICEF-ის მისიასთან ერთად სომალიში გაემგზავრა, სადაც თავი შეუძლოდ იგრძნო. გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად, არავის გაუმხელია, პროგრამის მსვლელობა რომ არ ჩაშლილიყო … მისიიდან დაბრუნებისას … ქიმიოთერაპიაზე უარი თქვა …

„ქალის სილამაზე მის გარეგნობაში არაა – მისი ჭეშმარიტი სილამაზე სამშვინველშია*, ესაა მზუნველობა, რომელსაც ის სიყვარულით გასცემს“

Audrey_Hepburn_u1Audrey_Hepburn_u3Audrey_Hepburn_u11

„მშვენიერია ძველი გამოთქმა: ჯერ სხვა და შემდეგ საკუთარი თავი. მე ასე გამზარდეს. სხვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენ, ნუ ფუსფუსებ, შეეგუე ამას“

Audrey_Hepburn_u4Audrey_Hepburn_u5Audrey_Hepburn_u8

„გახსოვდეს, დახმარების ხელი თუ დაგჭირდა – ის შენ გაქვს – შენივე საკუთარი. წლები რაც უფრო გემატება, ხვდები, რომ შენ ორი ხელი გაქვს: ერთი, საკუთარი თავის დასახმარებლად, მეორე კი – სხვისთვის“

Audrey_Hepburn_u12Audrey_Hepburn_u6

„გასცემ – ცხოვრობ. შეწყვეტ გაცემას, არაფრისთვის(არავისთვის) ცხოვრობ“

Audrey_Hepburn_u17Audrey_Hepburn_u10

„კარგი ფიგურა იმას აქვს, ვინც თავის ულუფას მშიერს გაუყოფს“

Audrey_Hepburn_u13Audrey_Hepburn_u16

„მშვენიერია ის ბაგეები, რომლებიც, უმეტესად, კეთილ სიტყვებს წარმოთქვამს“

Audrey_Hepburn_01Audrey_Hepburn_02Audrey_Hepburn_03

„თმა აბრეშუმივით იქნება, ბავშვი ყოველდღე თუ მოეფერება“

Audrey_Hepburn_04

„მშვენიერია ის თვალები, რომელიც ადამიანში მხოლოდ კარგს ხედავს“

MBDBRAT EC005Audrey_Hepburn_07

„ქალის სილამაზე მის სამოსში, აღნაგობასა თუ ვარცხნილობაში არაა. ისაა – თვალების ბრწყინვალებაში. თვალი ხომ გულის კარია, სადაც სიყვარული ცხოვრობს“

Audrey_Hepburn_10Audrey Hepburn: Breakfast at Tiffany's (1961)Audrey_Hepburn_12

„მე ისეთი აღნაგობა არ მაქვს, როგორც სოფი ლორენს ან ჯინა ლოლობრიჯიდას … მაგრამ საკუთარი ქალურობის დემონსტრირებისთვის, მე არ მჭირდება საძინებელში აღმოვჩნდე. ჩემი მომხიბვლელობის გადმოცემა ხიდან ვაშლის მოწყვეტისას ან წვიმის ქვეშ დგომით შემიძლია გამოვხატო“

Audrey_Hepburn_22Audrey_Hepburn_13Audrey_Hepburn_16

„მჯერა, რომ ძალიან მაგარი უნდა იყო, როცა ყველაფერი ცუდად მიდის“

Audrey_Hepburn_36Audrey_Hepburn_15

„ქალის სილამაზე ასაკთან ერთად მატულობს“

Audrey_Hepburn_25Audrey_Hepburn_24Audrey_Hepburn_26

„მთხოვდნენ მეთამაშა, როცა თამაში არ შემეძლო. მთხოვდნენ მემღერა “სასაცილო სახე”, როცა სიმღერა არ შემეძლო და მეცეკვა ფრედ ასტერთან, როცა ცეკვა არ შემეძლო და მრავალი სხვა რამ მეკეთებინა, რისთვისაც მე მზად არ ვიყავი. მაშინ მე გაშმაგებით ვცდილობდი თავი გამერთვა ამ სიძნელისთვის“

Audrey_Hepburn_29Audrey_Hepburn_27Audrey_Hepburn_30

„ჩემს თავზე, როგორც ხატებაზე არასოდეს მიფიქრია. ადამიანებს თავში რაც უტრიალებთ, ის ჩემს თავში არაა. მე ჩემსას ვაკეთებ“

Audrey_Hepburn_33Audrey_Hepburn_45Audrey_Hepburn_32

„ვინც ფიქრობს ოდრი ჰეპბერნი არ ოფლიანდება, არ ასლოკინებს ან არ აცემინებს, ალბათ, მათ რაღაც სჭირთ – ხომ იციან, ეს რომ სიმართლე არაა. სინამდვილეში, მე ყველაზე მეტს ვასლოკინებ“

Audrey_Hepburn_37Audrey_Hepburn_39Audrey_Hepburn_38

„მე ვფიქრობ, აწმყოს დაფასებაში წარსული დამეხმარა და მომავალზე დარდით არ მინდა რაიმე გავაფუჭო“

Audrey_Hepburn_47Audrey_Hepburn_44Audrey_Hepburn_34

„არ მსურს მარტოობა, მინდა რომ თავი დამანებონ“

Audrey_Hepburn_14

„ჯერ კიდევ ძალიან ადრე, გადავწყვიტე ცხოვრება მიმეღო ისეთი, როგორიც ისაა. არასდროს ველოდი, რომ ჩემთვის ის რაიმეთი განსაკუთრებული იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უფრო მეტს მივაღწიე, ვიდრე ვიმედოვნებდი. უმეტეს შემთხვევაში, ეს ყველაფერი ჩემი ძალისხმევის გარეშე მოხდა“

„ის იყო ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ სინათლეს ვერ ხედავდა“. ოდრი ჰეპბერნის უფროსი ვაჟი

ოდრი ჰეპბერნი (ოდრი კეთლინ რასტონი) (Audrey Hepburn, 4 მაისი 1929 – 20 იანვარი 1993)

ოდრი დაიბადა ბრიუსელში(ბელგია) 4 მაისი 1929 წელს – ჯოსეფ ენთონი რასტონის, ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირისა და ბარონესა ელა ვან ჰეემსტას, ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის, ერთადერთი შვილი. მამამ მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი და ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა.

1963 წლიდან ცხოვრობდა შვეიცარიის ქალაქ ტოლოშენაზში(Tolochenaz, Switzerland), სადაც 1993 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

—————-

* სამშვინველი = გერმანულად – Die Seele, რუსულად душа, ბერძნულად – ψιχε(fsiqe). წმ. მამათა სწავლებით, ადამიანის არსი სამი ნაწილისგან შედგება: სული, სამშვინველი და სხეული(საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი). … თანამდეროვე საერო და საეკლესიო ქართულში, სიტყვა სამშვინველი მივიწყებულია. უცხო ენებიდან თარგმნისას, მთარგმნელი, როგორ წესი, ხმარობს სიტყვა „სული“. (შემდგ. შენიშვნა)

გამოყენებული მასალები, სურათები მოძიებულია ინტერნეტით; ჩანაწერი მომზადდა ა.ე.-სა და ხ.მ.-ს გულისყურიანი თანადგომით

Audrey Hepburn official site

Audrey Hepburn Children’s Fund youtube

გვერდზე „ფილმები“ შეგიძლიათ იხილოთ:

1. დოკუმენტური ფილმი ოდრი ჰეპბერნზე – ოდრის გახსენება

2. ოდრი ჰეპბერნი – პორტრეტი

Advertisements