ცივი ვიცი

– მე უკეთ ვიცი – პირველივე წუთებიდან ისმის მშობლისგან

მასწავლებელმაც უფრო მეტი იცის …

და ამ „ვიცი“ გარემოცვაში ვიზრდებით და როგორც კი რაიმე ახალი შემოდის, უკვე „ვიცით“ … ან … „კი, შეიძლება მასეცაა, მაგრამ მე ხომ „ვიცი“ რომ „ვიცი“ …“ – და აქ ჩერდება ყველაფერი …

ინტერნეტის საძიებო სისტემაში ჩავწერთ. მკითხავს ვკითხავ, მამაო დაგვარიგებს, ფსიქოლოგია აბა რისთვისაა – მათ ხომ უკეთ „იციან“ და … – პასუხი არის და უკვე ესეც „ვიცით“, ისიც „ვიცით“ და საერთოდ ყველაფერი „ვიცით“ …

აბსოლუტური სიცივე, უინტერესობა, უმოქმედობა და არათავისუფლება, სხვაზე დამოკიდებულება …

… ჩიტმაც იცის, რომ გაზაფხულზე თბილ ქვეყანაში უნდა გადაფრინდეს, შემდეგ …

?!

ადამიანია ერთადერთი არსება, რომელმაც შეიძლება კითხვა დასვას და გამოიკვლიოს რაიმე …

ინტერესი ?…!

Advertisements