ვარსკვლავები „სუფრაზე“…

ქართული სუფრა, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში
სულ უფრო დეგრადირდა და მიაღწია … „მრავალსართულიანი საჭმლის საყრელი“ …
 

დღევანდელი რეალობა – ყველაფერი პიარსა და გართობაზე აწყობილი … პიარი, გართობა … ისევ პიარი, ისევ გართობა …

იგივე „ხელოვნებაშიც“ – „სუფრაზე“ დაყრილი ვარსკვლავებით – სუფრის მთელი აზრი კი გართობაა … და არანაირად სხვისი მოსმენა თუ შესრულებული სიმღერით ტკბობა …

ამაზრზენი ფორმა – შოუს, სანახაობის ფორმა, რომლითაც საზოგადოებას მიეწოდება მსოფლიო მუსიკისა თუ საოპერო ხელოვნების კორიფეები, რომლებიც ამ ბოლო დროს გამოდიოდნენ საქართველოში …

ფორმა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ხელოვნებასთან – ფორმა, რომლის უკანაც პიარი და გართობაა …

————————

შესაძლებელია კი შოუს ფორმით კლასიკის აღქმა?

ამ ყველაფერს კი ემატება ტოტალური გაეკლესიურება, კუთხურობის წინწამოწევა … „იმის“ შოუ, „ის“ შოუ, შოუ „…“ – ალბათ, ესაა ის, დღეს რაცაა …

——————

სხვა მხრივ, ეს შანსიცაა, რომ იქნებ-და ასე მაინც … 🙂


Advertisements