ადამიანი-ბავშვი

დაბადებიდან გარკვეულ ასაკამდე ყველა ბავშვს აქვს რაღაც – ზოგი თითს იდებს პირში და ისე იძინებს, ზოგს ცხვირში უყვარს … ზოგს რა, სხვას სხვა … ბუნებრივი და ნორმალურიცაა …

 

ასე რომ გაგრძელდეს ან გააგრძელოს ვთქვათ, 20 წლისას ან 30 თუ 40-50 ასაკში ?!…

დღეს დედამიწის მოსახლეობა, დაახლოებით, 6.000.000.000-ის (ექვსი მილიარდი) ფარგლებშია …

და აქედან  99,99 %, რომ „გაიზრდება“ იწყებს:

სასმელი, ნარკოტიკი, სექსი … გართობა … სასმელი, ნარკოტიკი, სექსი, სასმელი, სასმელი, სექსი, სექსი, სექსი, წამალი, ყანწი, განსხვავებული, ნარკოტიკი, ნარკოტიკი, სექსი-სასმელი, ნარკოტიკი-სექსი, სასმელი, ნარკოტიკი-სასმელი, ნარკოტიკი, სექსი-სასმელი-ნარკოტიკი, სექსისასმელინარკოტიკი … მთელი ცხოვრება …

მთელი ცხოვრება სასმელი, ნარკოტიკი, სექსი, გართობა – მთელი ბავშვობა პირში თითჩადებული ეძინა …

იზრდება კი ადამიანი?!

ჯიპი ჩერდება, გადმოდიან: თინეიჯერი დედა(45-50წლის) – ჩაცმულობით, მეტყველებით, აზროვნებით … და ასაკოვანი, „დიდი“ რომ ჰგონია თავი, შვილი (გოგონა, ასე 12-14 წლის) …“

რა თქმა უნდა, თავისთავად, უეჭველია და ზუსტადაც რომ მასეა, ჩვენ იმ 0,01%-ში შევდივართ …

 

P.S. აქ საუბარია არაა, რომ ადამიანმა არაფერი ცადოს ცხოვრებაში და კონსერვის ქილაში იჯდეს …პირიქით, უნდა იცხოვროს ისე, როგორც თვლის საჭიროდ …

საუბარია იმაზე, რომ ადამიანს არ სურს ბავშვობიდან გამოსვლა, გაზრდა, ასაკის შესაფერისად … დაბრძენება ასაკის შესაბამისად …

ადამიან-ბავშვს მთელი ცხოვრების  ცხვირშითითით(სექს-ყანწ-წამლით) გატარება სურს და ამაყობს კიდეც ამით Улыбка

Advertisements