სოციალური თუ ანტისოციალური?!

უკეთილშობილესი ჩანაფიქრიც კი შეიძლება საპირისპიროდ იქცეს …

Facebook და სხვა ანალოგიური, სოციალური ქსელია – მაგრამ არის კი ასეთი?

ალბათ, ვერ იქნება … დაბადების პირველი დღიდანვე ვიცით რომ 1+1=2 – ერთი ვაშლი – აი, მეორეც და უკვე ორი ვაშლი გაქვს

სოციალურ ქსელში რამდენია სხვაზე უფრო გაჭირვებულ მდგომარობაში (აქ მხოლოდ მატერიალურზეა საუბარი)…

და რამდენია ვისაც აქვს და აქვს …

რამდენმა უწილადა სხვას – ქართველმა ისლანდიელს ან ბურკინა ფასოელმა ეგვიპტელს – საკუთარი შემოსავლის თუნდაც მცირეოდენი ნაწილი?!

არადა მოთხოვნით ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ან … უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს, დევნილებს, ინვალიდებს … ვითხოვთ რომ ამა თუ იმ პირმა ჩაატაროს აქცია თუ … შეწიროს თანხა …

დამნაშავე, რა თქმა უნდა, სხვა არის …

აბა მე ხომ … სად მაქვს მაგდენი, ისედაც ამდენი პრობლემა მაქვს, ხელფასი ისედაც არაფერს ჰყოფნის და ახლა სხვას როგორ ვუწილადო …

Facebook და სხვა – სოციალური ქსელია?

ალბათ, უფრო ანტისოციალური, ეგოისტური …

————————-

აქ საუბარია არა ერთჯერად დახმარებაზე (თუმცკი, არც ეგ ხდება), არამედ გაყოფაზე, გაყოფის „ნიშანზე“, უწილადო სხვას საკუთარის ნაწილი …

Advertisements