საშველი არის კი?!

მოვიდა ახალი 2… წელი (რომელი წელიც გნებავთ, ის ჩაწერეთ)…

ქეიფი … აღნიშვნა … მილოცვები … სურვილები … ჩაფიქრება … ოცნებები … უკეთ იქნება ყველაფერი …

ეს ყველაფერი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა სოციალური ქსელის მეშვეობით …

და ამ ყველაფერმა სულ რაღაც 2(ორი), დიდი-დიდი 3(სამი) დღე გასტანა … შემდეგ იგივე … ისევ ის, რაც იყო შარშან …

წლის ბოლოსაც ხომ იგივე იქნება …

მთელი წელი: აღარ შემიძლია, ამდენს ვწვალობ, ტყუილად ვმუშაობ, დამღალა ცხოვრებამ, აუცილებლია, გასაკეთებელია, აბა როგორ …

და წლის ბოლოს – ქეიფი … აღნიშვნა … მილოცვები … სურვილები … ჩაფიქრება … ოცნებები … უკეთ იქნება ყველაფერი … 2-3 დღის შემდეგ ისევ …

————————-

და რა უნდა შეცვილიყო ან როგორ, როცა, რა აზრებშიც ვცხოვრობდით შარშან, იგივე აზრებით შევხვდით ამ წელს და ვაგრძელებთ ცხოვრებას … შემდეგ წელსაც ხომ იგივე ძველი აზრები გვექნება, რაც შარშან, კიდევ უფრო დაძველებული – ბავშვობიდან მოყოლებული რაც გვაქვს …

Advertisements