ინტერპრეტაცია

რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, –
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული –
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.
გალაქტიონ ტაბიძე (1908)

პირველი ვარიანტი:

ბევრს მიუძღვნია ეს ლექსი თავისი შეყვარებულისთვის – მართლაც ლამაზი და …

მეორე ვარიატი:

ლექსის მეორე სტრიქონში ავტორი გარკვევით წერს:

„მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი“

საკუთარი ოცნება უყვარს, უყვარს იმ, სხვა ადამიანში … უყვარს საკუთარი თავი სხვაში …

მესამე ვარიანტი: …

მეოთხე ვარიანტი: …

… და ასე უსრულოდ ბევრი … ვისაც როგორ აწყობს ისე …

და რა ან რისი თქმა უნდოდა ავტორს … მას ხომ არ უთქვამს ის, რისი გაგონებაც გვინდა …

სხვის საუბარსა თუ ნათქვამ-დაწერილში ჩვენ ვუსმენთ, ვკითხულობთ … ჩვენს აზრებს და გვესმის მხოლოდ ის, რისი გაგებაც გვსურს …

Advertisements