ერთი და სამი

სამი გადაცემა – განსხვავებული სტუდია – სხვადასხვა წამყვანი (მოდით წამყვანებს დავარქვათ – „სამოთხის ყვავილი“ ქალბატონები არიან და … 🙂

პირველი –  სტუდიაში სამი ქალბატონი და დაიწყო … ჩვეულებრივი ქალური საუბარი(ჭორაობის მსგავსი) … ჩვეულებრივი სტუდია … სამი „სამოთხის ყვავილი“, მშვენიერი ბუკეტი …

მეორე – დეტალებში გათვლილი და გამზადებული … მშვენიერი სტუდია, ყველაფერი თავის ადგილზე … ამ ყვავილს ყველაფერი მომზადებული აქვს, იცის რის შემდეგ რა … რა კითხვა უნდა დასვას თუ სად დადგეს …

მეორეს იმდენად მზა სახე აქვს – ამ მზაობამ, თვით ნინო ანანიაშვილს არ მისცა საშუალება ბოლომდე გამოეხატა ის, რაც სურდა … მამუკა ჩარკვიანთანაც იგივე მოხდა …

მაგრამ ადამიანი თუ ხელოვანია, მაინც ახერხებს თქვას ან გამოხატოს ის, რაც სურს …

მესამეც მომზადებულია, იციან რა, სად და …

(ეს რომელიმე გადაცემის ან წამყვანის კრიტიკა არაა – ეს ფაქტია …)

სამი „სამოთხის ყვავილი“ ერთად, უკვე თაიგულია – სხვადასხვა სურნელით, ყველა თავისი არომატით … და ყველაფერი ისე არ მიდის, ალბათ, როგორც იყო ჩაფიქრებული და სწორედაც აქ ხდება საოცრება … ისინი ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად სხვადასხვა „სურნელს აფრქვევენ“, იმპროვიზირებენ, იმის მიუხედავად, რომ სტუმრისთვის “ჩარჩოები” გამზადებული აქვთ (რა ჰკითხონ, სად დასჯდეს თუ სხვა) …

როგორიც გინდ იყოს თაიგული და სტუმარიც თუ ისეთია, როგორიც მიხეილ კობახიძე – რომელმაც, ფაქტობრივად, არ კი იცის რას უმზადებს სიტუაცია, იქვე თამაშდება საოცარი რამ, ასე ვთქვათ, იქმნება რაღაც ახალი … რომლის სიტყვით გამოხატვა რთულია … ის რაც მოახერხა მიხეილ კობახიძემ … მიუხედავად იმისა, მასაც არ აცალეს …

სიტუაციურობა …

ესაა სიტუაციურობა, არამომზადებულ-არაჩამოყალიბებულ-არაფორმირებული და ქმნის ულამაზეს რაიმეს, იმას, რაც იმ წამისთვისაა შექმნილი და ესაა სიტუაციურობა, სხვასაც აძლევს გამოხატვა-გამოვლენის საშუალებას (მეტ-ნაკლებად) …

და ვერავინ იტყვის რომ თუნდაც უბრალო „ჭორაობა“(როგორც უწოდებენ) არაფრის მომცემია … როგორც წესი თავად მოსაუბრეებმა ნაკლებად იციან ხოლმე თუ რამდენ საინტერესო და სიბრძნეს ამბობენ ხოლმე … ვისაც შეუძლია გაგება, ის გაიგებს …

და ამას, ალბათ, სიტუაციურობა განაპირობებს, არამზაობა, არაგამზადებული, წინასწარმოუფიქრებული  …

—————————-

მარტო ყავა … ან მარტო შაქარი … ან მხოლოდ წყალი …

სამივე ერთად(წყალი, ყავაც და შაქარიც) და თანაც ქაოსში(მორევა)  – ქაოსი ხომ სიტუაციური და არამზაა – არაჩვეულებრივი სასმელი გამოდის 🙂

Advertisements