მოვედი-წავედი

ზოგიერთ ადამიანზე რატომ ვამბობთ ხოლმე, რომ ისაა დიდი, გამოჩენილი, გენიოსი თუ … რაც გინდა ვუწოდოთ

ალბათ, იმიტომ, რომ ისინი სადაც და რომელ სფეროშიც უნდა მოღვაწეობდნენ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად პირწავარდნილი მატერიალისტები არ არიან, განსხვავებით ჩვეულებრივი მოკვდავებისა თუ რელიგიის მსახურებისგან …

როგორც წყალს არ „ეშინია“ ორთქლად რომ გადაიქცეს ან გამაგრდეს ყინულივით …

მათ, ალბათ, იციან, რომ სიკვდილი ესაა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა და მეტი არაფერი … წყალი – ორთქლად, შემდეგ კონდესირდება და ისევ – წყლად … წყალი გაიყინება – ისევ დნება ყინულად ქცეული …

„როცა მაქს ბორნის მეუღლემ აინშტაინი ინახულა, ჰკითხა: „ბატონო ალბერტ! სიკვდილის არ გეშინიათ?“
აინშტაინმა უპასუხა: „რა არის საშიში? მე იმდენად ვარ შერწყმული ყოველგვარ სიცოცხლესთან, რომ ჩემთვის სულერთია, სად იწყება და სად მთავრდება, ერთი რომელიღაც სიცოცხლე“.

თვით დარვინიც კი, თავისი მოძღვრებით – უკუღმა რომ წავიკითხოთ სრული სიმართლე გამოვა 🙂

P.S. დუხობორებს აქვთ საინტერესო წესი: ბავშვის დაბადებას გლოვობენ, ადამიანის გარდაცვალებისას კი ზეიმობენ (დუხობორები -„დუხობორცი“ – ანუ „სულისთვის მებრძოლნი“- მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი სექტის მიმდევრები)

Advertisements