კოვზი

ოდესღაც, ვიღაცას კოვზის იდეა წარმოუდგა და შექმნა, გააკეთა კოვზი … გამოსცადეს და დღემდე ხმარებაშია …

ყველაფერი იდეიდან მოდის ადამიანთან, მერე ადამიანი გამოცდის და იყენებს …

XX საუკუნის პირველ ნახევარში ალბერტ აინშტაინი და სხვა მეცნიერები მივიდნენ ატომის გახლეჩვამდე და საბოლოოდ შეიქმნა კიდეც ატომური ბომბი …

გამოსცადეს იაპონიაში, ჩამოაგდეს და … მუშაობს, თანაც, უპრობლემოდ …

როგორც კოვზის გამოცდით არ დასრულდა მოხმარება, ალბათ, არც ატომური ბომბის გამოცდით დასრულდება მისი გამოყენება, რომელიც თითქმის  70 წელია იხვეწება და „უკეთესდება“ …

გუშინ, 17.12.2010წ., ფრიად არასასიამოვნო და ერთოდ საყურადღებო ფაქტი მოხდა …

ორთოდოქსალურ-დოგმატურ-ფუნდამენტალისტი ეკლესიის მოღვაწეები პირდაპირ დაუპირისპირდნენ აზრის თავისუფლებას და ფაქტობრივად, ანათემას გადასცეს პიროვნებები, რომლებმაც გამოთქვეს საკუთარი აზრი – აზრი, რომელიც არ მოეწონათ ეკლესიის მსახურთ, არ აწყობდათ …

არაექსპერტ, არაპოლიტიკოსის აზრით, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების ფონზე ძალას იკრეფს რელიგიური ექსტრემიზმი* – რუსეთის მიერ წახალისებული, ასე ვთქვათ, ბოლოს წინა საყრდენი … თუ ამანაც არ გაამართლა და საქართველოს სახელმწიფომ შეძლო მისი მოგვარება … რთული და მძიმე წარმოსდგენია, მაგრამ …

კოვზის იდეამდე მივიდნენ, გამოსცადეს და იყენებენ … რაც არ გამოუყენებიათ – სადღაც ხომ უნდა გამოიყენონ …

* არამარტო რუსეთის მიერ წახალისებული, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილიც – ტოტალური ეკლესიომანია, ეკლესიის ბიუჯეტიდან დაფინანსება და ყველაფრისგან გათავისუფლება …

Advertisements