მიხეილ კობახიძე – ცხოვრების მასტერ-კლასი

მასტერ-კლასი და არამარტო კინო თუ სარეჟისორო ან სამსახიობო ხელოვნების მასტერ-კლასი … ალბათ, უფრო,

… ცხოვრების მასტერ-კლასი …

 


მიხეილ კობახიძე …
პირველი ნაწილი:

მეორე ნაწილი:

მესამე ნაწილი:

ბიოგრაფია, ფილმოგრაფია

დაიბადა 1939 წლის 5 აპრილს თბილისში. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო). მიხეილ კობახიძემ თბილისში გადიღო პირველი სადიპლომო ფილმი “რვანახევარი”, სურათი ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნიეს და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურეს. 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა “ქორწილი” ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, “საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი”). 1969 წელს “მუსიკოსების” გადაღების შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 2001 წელს საფრანგეთში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “გზაზე”.

ფილმოგრაფია:

დამდგმელი რეჟისორია ფილმების: მუსიკოსები (1969); ქოლგა (1967); ქორწილი (1964)

სცენარის ავტორია ფილმების: წმინდა მელა (2005) – ანიმაციური; ორშაბათი (1987); რბოლა (1977); მუსიკოსები (1969); ქოლგა (1967); ქორწილი (1964)

კომპოზიტორია ფილმების: მუსიკოსები (1969); ქოლგა (1967); ქორწილი (1964)

გადაღებულია ფილმებში: იასამანი – (1997); მუსიკოსები (მიშა) – (1969)

Advertisements