სიახლე ?!

დღგ …%-ია … სიგარეტი კლავს … ის კარგია, ეგ არ შეიძლება …

ასტანა, ყაზახეთი, 2010 წლის დეკემბერი, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ეუთოს სამიტზე: „… ჩვენ დავეყრდნობით არა ბომბების, არამედ სიტყვის ძალას. …“ (ალბათ, ყველა გამომსვლელი რაღაცას იტყოდა, ზოგი ისე, სხვა სხვანაირად)

ითქვა ის, რაც უკვე მილიონჯერაა ნათქვამი, გადაღეჭილ-გადამუშავებულ-გადაკეთებულ-გადმოკეთებული და ამიტომაც … ფაქტია, ეუთოს სამიტი კრახით დასრულდა … სიგარეტი კლავს – ამ წარწერის წაკითხვისთანავე ვინმემ მოწევას თავი გაანება?!

„… ჩვენ დავეყრდნობით … სიტყვის ძალას…“ ნათქვამი სიტყვა უძლური აღმოჩნდა

რატომ?

ახალი არაფერი თქმულა – ითქვა კარგად გადამუშავებული ძველი, უკვე უძლური, ბებერი, გაცვეთილი …

მიხეილ სააკაშვილი – ეკონომიკის „ახალი კურსი“ ითვალისწინებს …

და რა არის აქ სიახლე?

ორგანიზაციული მხრივ ბევრი სიახლეა, ძალიან ბევრი – ჩამყაყებული, კორუმპირებული სქემა იცვლება, ნორმალური სამუშაო გარემოთი, მომსახურებით და ასე შემდეგ …

მაგრამ, ეს არაა ეკონომიკის ახალი კურსი – ესაა ის, რაც, უკვე ასწლეულებია მსოფლიოში მოქმედებს და რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს დასრულდა კრახით …

ახალი? არაფერი (ეკონომიკის კუთხით)

შედეგი – ფასადური ცვლილებები – ის, რაც მთელს მსოფლიოში ხდება … რომელსაც, ასევე, არაფრის მთქმელი, იგივე გაცვეთილი სიტყვებისგან შემდგარი კრიტიკა თუ ოპოზიციური „მჭერმეტყველება“ მოჰყვება, სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით 🙂

Advertisements