სამართლის სამართლიანობა

„ყველაზე რთულია გაიგო, რატომ იხდი საშემოსავლო გადასახადს“.

ალბერტ აინშტაინი

რევოლუციური სიახლე ჰიგიენის სფეროში. გაცილებით ეფექტურია, ვიდრე წყალი და საპონი … უფრო სწრაფად და ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიებს. მედიკოსთა რეკომენდაცია აქვს …: შეიცავს A, B და E ვიტამინებს …

რეკლამაში მეორდება – ორი ცალი საღეჭი რეზინი … არაჩვეულებრივი მარკეტინგული გათვლა …

და რაზეა გათვლილი ეს ყველაფერი –

ადამიანზე, რომელსაც აზროვნება ეზარება, ეზარება იყოს ფხიზელი, დასვას კითხვა, თუნდაც: – ასეა კი?

ეზარება და ურჩევნია მზა, გამზადებული …

და მერე მთელი ცხოვრება: ეს ასეა – ასეთ მზა აზრებში გადის ცხოვრება … და ძალზედ რთულად თუ მოისმენს სხვის აზრს … გაგებამდე, ხომ, ძალიან შორსაა …

ალბათ, სიზარმაცის გამოა, რომ იურისპრუდენციის შესწავლისას, ერთერთი პირველი წიგნია – „რომის სამართალი“ … სამართალი, რომელიც, ფაქტობრივად, საფუძველია თანამედროვე იურისპრუდენციისა და სრულიად ბუნებრივია, რომ ის, რაც ოდესღაც თანადროული იყო, ახლა …

ყველაფერი: ეკონომიკური, სახელმწიფო თუ კერძო, სოციალური თუ ჯანდაცვის და ასე შემდეგ ურთიერთობები, რეგულირდება კანონით … რომელიც, ალბათ, პირდაპირადაც და ირიბადაც „რომის სამართალთან“ არის დაკავშირებული … შედეგები გასაკვირი არ უნდა იყოს …

აქაც, ხომ სიზარმაცეა … უკვე ყველაფერი დამუშავებულია და არცთუ ბევრი კითხვაა დასმული, საერთოდ, ზოგადად სამართლის სამართლიანობაზე …

უმეტეს ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა დასჯაზეა ორიენტირებული …

არადა, ახალ აღთქმაში, იოანე მახარებლის სახარებაში, თავი 8(6-10) … :

„6. … იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.

7. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.

8. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო.

9. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი.

10. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?

11. მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ“.

Advertisements