ურემი – ვაკანსია

2010 წელია … ვაკანსია … პირობების ჩამონათვალში …

# მოქალაქე, 21-დან 65 წლის ასაკამდე და ფლობდეს სახელმწიფო ენას;
# ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
# საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

2010 – 60 = 1950 (65 წლის ასაკამდე)

1950 – 1989 წლები – გაგანია, გამძვინვარებულ-ჩამყაყებული სსრკ

1989 – 2004 წლები – მკვდარი სახელმწიფო

2010 – 21 = 1989 (21 წლიდან)

21-იანები (ასე დავარქვათ) არიან 65-იანების (ასევე ვუწოდოთ) შვილები – შვილები, რომლებსაც გათავისებულ-შესისხლხორცებული აქვთ აზრები, რაც გარემოცვიდან მოდიოდა …

21-იანების გარკვეული ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, როგორც თავისუფალ (ესეც გარემოცვის მიერაა შთაბეჭდილი) გარემოში და …

21-იანი სერტიფიკატით დაბრუნდა დიპლომიან 65-იანთან

– ისწავლა, რა და როგორ?!

– ისწავლა!

იმას, რაც 65-იანებისგან გათავისებულ-შესისხლხორცებული ჰქონდა, დაამატა სხვა „თავისუფალი“, რომელიც იქ უკვე ჩვეულებრივია, აჩემებად ქცეული, რომ – ეს ასეა;  ცნობილია, რომ ის ისეა და ეს ასე … აჩემება + აჩემება

უფრო დიდი ტვირთი … უფრო მეტი გადასალახავი წინააღმდეგობა, მეტი შრომა, თავდადება და … სჭირდება 21-იანს …

განსხვავება მხოლოდ ცხოვრებისეულ გამოცდილებაშია – 65-იანს უფრო დიდი …

და ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილს?

რა თქმა უნდა 21-იანი …

და რატომ?

21-იანი უფრო „თავისუფალია“, სუფთაა იმ აჩემებებისგან, რომელიც 65-აინს აქვს … როცა სინამდვილეში 21-იანი – აჩემება + აჩემებაა და არანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება …

რატომ?

21-იანს არასდროს დაუსვავს კითხვა – რა არის თავისუფლება?

მან, 65-იანისგან იცის, რომ „თავისუფლება“ ეწოდება … მერე თავისებურ ინტერპრეტაციას ამატებს და საკუთარ აზრად ასაღებს, ჰგონია, რომ …

ვაკანსია შევსებულია …თავისთავად ფსევდო-დემოკრატიული, ღია და … შერჩევა …

და რა გამოვა აქედან?! გაკეთდება კი საქმე ისე, როგორც …

შერჩევის a priori(იმთავითვე) მცდარი პრინციპი … კორუფცია (ლათ. corrumpere = ვაფუჭებ), რომელსაც კორუფციას არ უწოდებენ …

გამოსავალი?

გზა გამოჩნდება მაშინ, როცა ურემი გადატრიალდება …

– და სხვანაირად არ შეიძლება?

– სხვანაირად?! ჩვენ, ხომ, მხოლოდ ის გვესმის, რისი გაგონებაც გვსურს ან ის, რისგანაც შეიძლება ვიხეიროთ … და რაც არ გვაწყობს, ის მიუღებელია …

Advertisements