პორტფელი

portfolio

პორტფელ-ი [ფრანგ. portefeuille] – ოთხკუთხი ჩანთა (საკეტიანი და სახელურიანი) საქმიანი ქაღალდების, წიგნების, … მინისტრის პორტფელი – მინისტრის თანამდებობა. სრულად იხილეთ აქ

ყველას თავისი პორტფელი აქვს … ზოგს რა უდევს, ზოგს რა …

რა თქმა უნდა, ეს ფიზიკური პორტფელია და მთავარი, მის მფლობელის აზრებია …

ჩვენს რეალობაში, საქართველოში, შესამჩნევია ვის როგორი და რანაირად დალაგებულ-მოწესრიგებული პორფელი აქვს …

ნამდვილად არ ვიცი(თ), ვანო მერაბიშვილს რა უდევს პორტფელში, მაგრამ აშკარაა, რომ მოწესრიგებულია … და მუშაობს შიგთავსი …

კიდევ ერთი პორტფელი, რომელმაც სერიოზულ გამოცდას გაუძლო, ესაა:

kakha_bendukidze კახა ბენდუქიძის პორტფელი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი … რომელმაც იმდენი მაინც მოახერხა, რომ, ფაქტობრივად, გუშინ, საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რომელთან ერთადაც მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და შემდგომ პერიოდში, სახელმწიფო, მისი ეკონომიკა, როგორც ასეთი, არ დანგრეულა …

 

 

***

დღეს კი, ეკონომიკური განვითარების პორტფელში უამრავი პროექტია, ზოგი დაწყებული, ზოგიც გამზადებულია და დღედღეზე დაიწყება … სხვა მონახაზია და უახლოეს მომავალში …

– და რა პროექტებია ეს?

ძველი, უძველესი პროექტები, რომლებიც უკვე განხრციელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე, მაგრამ არა საქართველოში და რომლებმაც 2008 წლის 8 აგვისტოს კრახი განიცადა …

– მოხდება კი ამ პროექტების განხორციელება?

– რა თქმა უნდა, წარმატებულადაც … დასაქმდება ხალხი, გაიზრდება ხელფასები და ასე შემდეგ …

მომდევნო წელს კიდევ უნდა გაიზარდოს ხელფასი … მერე კიდევ – იმიტომ, რომ ბავშვს რომ ერთ სათამაშოს მისცემ, მალე ბეზრდება და ახალი უნდა – შემდეგ ისევ ახალი, უფრო ძვირი – მეტი ხელფასი – კიდევ და კიდევ … და საბოლოოდ ისტერიკა … ანუ … მოხდება ის, რაც უკვე მოხდა … კრიზისი …

ვაკეთებთ იმას, რაც მსოფლიომ უკვე გაიარა …

– და რატომ?

პორტფელში ახალი არაფერია … ისევ ძველი, უძველესი პროექტები …

***

ვერა_ქობალია

იმედია, ისტერია-კრიზისის დაწყებისას საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია აღარ იქნება …

სასურველია თუ მოახერხებს რაიმე სხვას, რომელიც ახალი იქნება, შესაძლოა არასრულყოფილი და დასახვეწი, მაგრამ ახალი და არაჩვეულებრივი …

***

„ვარდების რევოლუცია“ ახალი იყო – უკრაინამ, იგივე გააკეთა, ანუ ის, რაც უკვე იყო, თუნდაც ერთი(1) წლით ადრე, მაგრამ, მაინც, უკვე ძველი და როგორც დასრულდა სახეზეა …

***

რამოდენიმე დღის წინ ეკა ზღულაძემ ყურადსაღები განცხადება გააკეთა საარჩევნო კანონთან დაკავშირებით:

„არჩევნების კანონი იმდენჯერ გადაიწერა და შესწორდა, რომ კანონმა დოკუმენტის სახე დაკარგა“ (არასრული ციტატა)

ამ გადაწერა ჩასწორებას სულ რაღაც რამოდენიმე თვის ისტორია აქვს …

ახლა წარმოვიდგინოთ, ახალი დაბალანსებული კონსტიტუცია, რომელსაც მთელი მსოფლიო, თითქმის 2(ორი) საუკუნეა გადაწერს-შეასწორებს, გადმოწერს-გაასწორებს … აპლოდისმენტები … ისევ გადაწერს და … ფეირვერკი …

***

საოცარი სიტყვაა მომავალი – ის, რაც იქიდან აქეთ, სადაც ჯერ არ მივსულვართ იქიდან მოემართება ჩვენსკენ, … მოდის, მო-მავალი … მოდის ის, რაც ჯერ არაა …

და როცა წარსულში შექმნილს გაალამაზებენ და ამბობენ “მომავლისთვისო“, გაუგებარია როგორ … ანუ კეთდება ის, რაც თავის დროზე ახალი იყო, ახლა დაძველდა, ესე იგი, კეთდება არათუ ძველი, არამედ ძველზე უფრო უვარგისი … რაც, თავისთავად ნათელია, ხელს შეუშლის ახალს, იმას რაც მო-მავლიდანაა …

P.S. აქ საუბარია, არა რომელიმე პროექტსა თუ პროგრამაზე … და ეს არაა კრიტიკა ან მსგავსი … საუბარია, ზოგადად, მსოფლიოში სახელმწიფო მართვისა და ეკონომიკურ სისტემაზე

Advertisements