მენტალური რევოლუცია ?!

Facebook-ზე მეგობარმა დაწერა:

„თორნიკე ო.: ასეთი დასკვნა მაქვს, ყველა ადამიანი უნდა დაჯდეს და თავიდან დაიწყოს სწავლა-განათლება. ყველამ დიდიან-პატარიანად…“

ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა ვერავინ იტყვის ვინ უფრო დიდი მოაზროვნე, შემოქმედი თუ … პლატონი, არისტოტელე, გოეთე თუ … თორნიკე ო. …

ამ გამონათქვამით, ფაქტობრივად, გამოიხატა ის პრობლემა, რაცა აქვს დღევანდელ კაცობრიობას, ადამიანს … რომელმაც ყველაფერი იცის?!

კაცობრიობა, ადამიანი, რომელიც სანამ კითხვას დასვავს, პასუხი უკვე აქვს – ანუ ესმის მხოლოდ ის, რაც და რისი გაგონებაც სურს …

„თორნიკე ო.: ასეთი დასკვნა მაქვს, ყველა ადამიანი უნდა დაჯდეს და თავიდან დაიწყოს სწავლა-განათლება. ყველამ დიდიან-პატარიანად…“და ახლიდან ისწავლოს, ახლიდან და არა უკვე ნასწავლი, ჩვევად ქცეული – ანუ ყველა ცნება ახლიდან აითვისოს: „სიყვარული“ ესაა ის, რასაც, დღეს, ზოგადად სიყვარულს უწოდებენ? (რომელიც, ფაქტობრივად, სქესობრივ კავშირთან, სექსუალურობასთანაა გაიგივებული)

„სიკეთე“ – სიკეთეა?

„ცუდი“ – ცუდია?

„წითელი“ – წითელი …

—————————

ასე რომ, იმან, ვინც, რაღაც ფიზიკურ პროცესს „საქართველოს მენტალური რევოლუცია“ უწოდა, არცთუ ბოლომდე ერკვევა საკითხის არსში, რადგან პირდაპირ ცვლილებაზე საუბრობს, მაშინ როცა … „ყველა ადამიანი უნდა დაჯდეს და თავიდან დაიწყოს სწავლა-განათლება. ყველამ დიდიან-პატარიანად…“ – ეს კი არ მომხდარა და ვერც მოხდება რევოლუციისაა თუ საერო ან რელიგიური მოწოდება-ქადაგებების წილ …

ეს ხომ ადამიანის კეთილი და თავისუფალი ნებიდან უნდა მოდიოდეს …

—————————
31.10.2010
დეზერტირების ბაზართან მანქანა შევაჩერე, ბაზრიდან უნდა გამოვიდნენ ჩასხდნენ და …

ჩემს წინ კიდევ ერთი მანქანაა – იგივე სიტუაციაში, ისიც ელოდება, რომ გამოვლენ და …

„საქართველოს მენტალურ რევოლუციაგამოვლილი“ პატრულის თანამშრომელი მოდის, ჯერ წინა მანქანასთან ჩერდება, საქარე მინაზე დახედა, მძღოლს დაელაპარაკა და ჩემკენ გამოეშურა … ჯარიმა 20 ლარი, „სავალ ნაწილზე განლაგების წესის დარღვევა“(ასკ 125/6) … პროტესტზე პასუხი იყო: იმას საშვი აქვს და უფლება (ანუ „ქსივა“ აქვს და რა კანონი, რის კანონი) …

(წინა მანქანის მფლობელი, წესიერი ადამიანი, სიტუაციას რომ შეხედა, გადმოვიდა და სთხოვა, რომ უბრალოდ უხერხულიაო 🙂 … მაგრამ წესრიგის დამცველი კანონს ხომ არ დაარღვევდა და ჯარიმა გამოწერა)

—————————

ვერანაირი მენტალურ-რელიგიურ-მორალური მოწოდება-ქადაგება-დაძალება-რევოლუცია ვერ შეცვლის იმას, რაც აზრებში ბავშვობიდანაა ჩაკირული და ვიცით, რომ ეს ასეა და …

Facebook-ზე მეგობარმა დაწერა:
„თორნიკე ო.: ასეთი დასკვნა მაქვს, ყველა ადამიანი უნდა დაჯდეს და თავიდან დაიწყოს სწავლა-განათლება. ყველამ დიდიან-პატარიანად…“

Advertisements