ხმაურიანი სიცარიელე და ინდიგო

ცარიელ ბოთლს ქვა რომ მოხვდება, კოვზი თუ მეორე ცარიელი ბოთლი, ხმას გამოსცემს …

მთავარია იყო პოპულარული, ცნობილი სახე და სხვა მსგავსი … და არაფერს აქვს მნიშვნელობა … ოღონდ წითელი ხალიჩა იყოს და „გინდ ზღვა ემართოს სისხლისა“ …

ერთერთი მოდური სიცარიელე – შვილები …

უკვე ბევრი დაიწერა, ეგრეთ წოდებულ, ინდიგო ბავშვებზე და ყველა მშობელს საკუთარი შვილი ინდიგო ჰგონია – ამით ხაზს უსვამს ბავშვის, უფრო ზუსტად კი საკუთარ განსაკუთრებულობას თუ … და თანაც ისე, რომ ნაკლებად თუ ინტერესდებიან ინდიგოს ფენომენზე …

ბავშვი ჯიუტია, სხვანაირია, მალე ითვისებს …

ბავშვი ხომ, ფაქტობრივად, ნათელმხილველია და მისდა გაუცნობიერებლად, ასე ვთქვათ, ხედავს მშობლის აზრებს – თუნდაც, რომ აძინებს და აზრებში ერთი სული აქვს დროზე დაიძინოს, თავად ან ტვ-ს მიუჯდეს ან სადმე გასართობად გაიქცეს …

პატარა ხედავს მომღიმარ სახეს და ხედავს აზრებს: დაეგდე და დაიძინე, ეს ოხერი, ქვეყანა საქმე მაქვს, მაგვიანდება, რა აუტანელია … და ისიც არ იძინებს, განიცდის …

მერე მშობელი მოკრავს ყურს ინდიგოს ფენომენს და ბავშვიც ინდიგო ხდება – რა ქნას, დრომ მოიტანა … კმაყოფილდება და თავიც კი მოაქვს ამით …

—————————–

იქნებდა, რომ მიუწვეს და დააძინოს, აზრებშიც გათავისუფლდეს … ზღაპარი წაუკითხოს და … მოკლედ იყოს აღმზრდელი და არა პატრონი (ადამიანისგან განსხვავებით, ცხოველი გარკვეული პერიოდი პატრონობს ნაშიერს) … იქნებდა არც ისე აუტანელი ან უცნაური, ან უზნეოა ბავშვი …

—————————–

გეორგ კიულევინდის წიგნი ინდიგოს ფენომენზე

Advertisements