უკანასკნელი პრეზიდენტი

სამყაროში ყველაფერი ვითარდება … გადადის რა განვითარების სხვა ეტაპზე …
ცნობილი ოქროს საწმისის ისტორიას თუ ოდნავ მაინც ჩაუღრმავდებით, ვნახავთ რომ იგი ეგვიპტიდან შემოიტანეს და შეინახეს კოლხეთში, რომელიც შემდეგ ბერძნებმა წაიღეს …

უდიდესი ეგვიპტური ცივილიზაციის მთელი ექსტრაქტი ოქროს საწმისით გამოიხატა … დასრულდა ეგვიპტური ცივილიზაცია და კაცობრიობის განვითარებაში ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის პერიოდი დადგა … თავისი იმპერატორებით, მეფეებითა და …

დიდგორის ომის დროს ევროპიდან 300 ტამპლიერი ჩამოვიდა და დავით აღმაშენებლის გვერდით დადგა… დავითმა მოამზადა ის, რასაც თამარ მეფემ ჩაუყარა საფუძველი – სახელმწიფოს საპარლამენტო მმართველობის ფორმა – მეფის ინსტიტუტმა ფაქტობრივად დაასრულა არსებობა, უბრალოდ, ინერციით გაგრძელდა საუკუნეების მანძილზე … დღესაც ხომ არიან მეფეები …

მოდით პირდაპირ ვთქვათ მიშა და არა საქართველოს პრეზიდენტი …

მიკერძოების გარეშე თუ შევხედავთ, ფაქტობრივად, მიშა არის ადამიანი, რომელშიც საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობის ექსტრაქტი გაერთიანდა – როგორც ყველაფერი საუკეთესო, ისე შეცდომები და მისი აღიარება(რაც ყველაზე რთულია), მიამიტობა-ლოიალობა და სიმკაცრე, შიში და ვაჟკაცობა …

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

მიშა და ევროპელი რაინდები – პრეზიდენტები

და შეიძლება ითქვას სახელმწიფო მმართველობის საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელი დასრულდა, რომელმაც უკვე შეასრულა თავისი როლი … (კიდევ დიდხანს იქნებიან ქვეყანებში პრეზიდენტები, მაგრამ ეს მხოლოდ ინერციით) …

და რითი შეიცვლება …

როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა:

“მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ,
შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა”

შეძლებს კი მიშა ან … რაიმე ახალი შესთავაზოს კაცობრიობას …

?…!

P.S. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ხომ ისევ გავლილის, უკვე წარსულის, ძველის გადამუშავებაა ანუ … ძველისგან ახალი ძველი …

Advertisements