წინდაუკან იხრება სავარძელი, რომელშიც მოხუცი ზის და მოგონებებსაა მიცემული … იხსენებს და კმაყოფილია …
უბრალოდ მიცემულია კომფორტს, საკუთარ მოგონებებს, კმაყოფილია იმ აზრებით, რომლებიც ახალგაზდობაში ჰქონდა … მაგრამ, იმის მერე ხომ დიდი დრო გავიდა …
ბავშვი კი თამაშობს … ყველაფერი აქვს და უყურადღებობის გამო აღარ იცის რა გააკეთოს და ყირაზე გადადის …
გათამამებულს საკუთარი კაპრიზების, ახირებების ასრულება, სხვაზე ბატონობა, მოსწონს … და ყველაფერს აკეთებს ამისთვის …
მოხუცს არ ცალია მისთვის, საკუთარ კომფორტს ხომ არ დაარღვევს და თანახმაა თვალი დახუჭოს ბავშვის უზნეობაზეც, ოღონდ თავად არ შეწუხდეს …
უსმენს ბეთხოვენს, ბახს, კითხულობს გოეთეს, შილერს …
მოხუცი, რომელიც ვერ დაბრძენდა ისევე სასაცილოდ გამოიყურება, როგორც ბავშვი რომელიც საკუთარ წარმოდგენებში „უკვე დიდია“ …
აღარ მახსოვს, რომელიღაც მწერალი წერდა(არაზუსტი ციტატა): „მოკლეშარვლიანი მოხუცი „ჭაბუკები“, „დაბრძენებულ“(თუ „მოხუც“) ყმაწვილებთან ფეხბურთს თამაშობდნენ“…
————————–
ბებერი ევროპა, რომელმაც კაცობრიობის განვითარებაში უდიდესი წვილი შეიტანა …
გონებრივად და არა ფიზიკურად(ტერიტორიულად) პატარა ბავშვი – რუსეთი …
Россию умом не понять – რთულია გაიგო რუსეთის, თუ მასში ბავშვს ვერ ხედავ, ახირებულ, უყურადღებოდ დატოვებულ ბავშვს … ბავშვს უჩიჩინო და ეცადო რაიმე გააგებინო? … ჯინაზე არ გაიგებს …
აღზრდა კი არაა … ბებერ ევროპას, საკუთარი კომფორტი ყველაფერს ურჩევნია …
———————–
იქვე, შუაში, კიდევ ერთია, საქართველო, რომელიც ასევე მოხუცია, ასევე დაბრძენებამდე ვერ მისული და მხოლოდ საკუთარი წარსულითა და დღეისდღეობით უკვე კარიკატურამდე მისული ტრადიციებით …
———————–
უზნეო ბავშვი ორივეს ეჩხუბება, საკუთარ მეობას ამტკიცებს და ლოგიკურადაც ასაბუთებს-ამართლებს …
———————–
ვერც ერთი მოხუცი ახალს ვერაფერს სთავაზობს კაცობრიობას, ატრიალებს იმას, რაც იყო, გადააკეთებს-გადმოაკეთებს – თავს იტყუებს მხოლოდ და თანაც მოსწონს – და ახალი არაფერი … და შესაბამისად პრობლემებიც აქვთ …
———————
აღზრდა ხომ ყოველდღე რაღაც ახალია, რაღაც სულ სხვა, ვიდრე გუშინ …
სიბრძნე ხომ რაღაც უძრავი, სტატიკური მოცემულობა არაა – ის ყოველწამს ხელახლა მოსაპოვებელია, რომლისთვისაც ვერდაბრძენებულ მოხუცს არ ცალია … ნებივრობს, უკვე მიღწეულით …
———————-
დღევანდელი ევროპა ხომ იმ გადამწიფებულ ნაყოფს ჰგავს, რომელსაც არ უნდა რომ მიწაზე ჩამოვარდეს, მოკვდეს – მოკვდეს იმ აზრებში, რომელიც თავის დროზე განვითარებას ემსახურებდა – და ახალს მისცეს დასაბამი …
მოხუცი იმ ნაყოფს ჰგავს, რომელიც აზრთა იმ ხეზევე ლპება, რომელიც თავის დროზე კაცობრიობის კულტურულ განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა …
———————-
ოქროს საწმისი კი, რომელიც ძველი ეგვიპტიდან შემოიტანეს კოლხეთში და შემდეგ ძველმა ბერძნებმა წაიღეს – ესეც ხომ ისევეა გაგებული, როგორც ოქროს დიდი ნაკეთობა თუ რაღაც მსგავსი – ფიზიკური მხოლოდ …
ძველმა ეგვიპტის ცივილიზაციის დასრულებისას რაღაც, ის, რაც ამ უდიდესი ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, სულიერი ექსტრაქტი იყო, შეინახა კოლხეთში, მერე კი ბერძნებმა გაიტანეს, რითიც ბერძნულ-ლათინურ კულტურულ ეპოქას მიეცა დასაბამი …
———————
და როცა ორი მოხუცი, ისევ ძველსაა ჩაჭიდებული და ოდესღაც მიღწეულით კმაყოფილია, სრულიად ბუნებრივია ბავშვის უზნეობა და …