„ბედნიერების“ დანგრევა

ერთადერთი არსება ვისაც კითხვის დასმა შეუძლია ადამიანია?
ისმება კი კითხვა, თუნდაც, რატომაა ასეთი ამინდი, სიცხე ან … უბედურმა შემთხვევებმა რატომ იმატა ან …
კითხვა არ დაისმის საერთოდ …
არ დაისმის იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს გლობალური დათბობის შედეგია, ღვედის შეკვრა აუცილებელია … გამონაბოლქვი ….
ფაქტობრივად, ყველაფერი ვიცით უკვე …
თუ არადა პასუხებს ხომ ბევრი წვალების გარეშე ვპოულობთ – TV, ინტერნეტითა თუ სხვა მზა სახით …

როცა ერთი ადამიანი, რაიმე კითხვაზე თუ საკითხზე, მეორეს პასუხობს: შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ … ესეც იგივეა – მე ვიცი და … როცა ურჩევს თუ სთავაზობს, რომ ეს ასე – იმანაც ხომ იცის …

და როცა ყველაფერი ვიცი, ახალსაც ვერ ვიგებ, ვიღებ – ადგილი არ მაქვს ახლისთვის, ყველაფერი ჩალაგებულ-ჩაბეტონებულია ჩემში … და ვერც ახალს შევქმნი – ძველიდან ახალი როგორ? ეგ ხომ ისევ ძველის გადაკეთებაა …

და ეს ყველაფერი ხომ უჯრაში არაა ჩალაგებული … ჩემს აზრებში, აზრებადაა ჩაბეტონეუბლი, აზრები, რომლებიც ფაქტობრივად, აჩემებებში მაქვს გადასული და „ბედნიერი“ ვარ ამით …

სწორედაც ამ „ბედნიერებას“ ანგრევს ბუნებრივი კატაკლიზმები, უბედური შემთხვევები და სხვა მსგავსი …
ანგრევს, რომ იქნებ ახალი დაიბადოს, რომელიც ესოდენ აუცილებელია განვითარებისთვის …

მზიან ამინდში, წყნარი ზღვის ნაპირზე გასარუჯად წამოწოლილი მონებივრე ადამიანი კითხვას არ სვამს – ირუჯება …

Advertisements