საკონსტიტუციო ცვლილებები … მინისტრი

ლექტორისგან ვისწავლე … იმან თავისი მასწავლებლისგან … იმ მასწავლებელმა თავისი მასწავლებლისგან და … დღეს მე ვწერ ახალს თუ შემაქვს ცვლილებები …

ის, რაც ოდესღაც, როცა პირველად შეიქმნა, საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო სისტემა, მაშინ ახალი შემოვიდა სამყაროში და კაცობრიობის განვითარება წავიდა წინ … სამეფო-ფეოდალური თუ … ჩაბარდა წარსულს …

მე რომ დღეს „ახალს“ ვწერ …

უფრო სწორედ ისევ იმ ძველ ვაკეთებ, რომელიც მაშინ, იმ დროს ახალი რომ იყო და განვითარებას ემსახურებოდა …

გამოდის რომ მე არათუ ახალს, ძველსაც კი არ ვაკეთებ … თანამედროვე სიტუაციაში ეს „ახალი“ ზუსტად ისევე წარმატებული იქნება, როგორც დღეს მეფის ინსტიტუტის მოდერნიზაცია და დავუშვათ ვეზირს, მინისტრი რომ დავარქვათ …

და ამას ვაკეთებ ისე, რომ ალბერტ აინშტაინის სიტყვები უბრალოდ სიტყვების რახარუხია ჩემთვის:

“მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ,
შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა”

ალბერტ აინშტაინი

იმავე აზროვნებით, აზრებით რაც მქონდა და ახლაც მაქვს, მე ხომ ისევ იგივეს შევქმნი და ახალს ვერაფერს …

——————————

ახალგაზრდა მინისტრი შეცვლის კი რაიმეს?! …

მასაც ხომ იგივე მასწავლებელი თუ ლექტორი ასწავლიდა … მაგრამ, მაინც, გაცილებით მეტი შანსი აქვს, რადგან ის ნაკლებადაა იმ დოგმების ქვეშ, რომ ეს ასეა და ასე უნდა იყოს და …

მაგრამ მოახერხებს კი, გამოვა იმ აზრთა მორევიდან, რომელიც ახალს არ აძლევს დაბადების საშუალებას?!

ამას კიდევ ემატება თანამდებობა … უდიდესი ცდუნება, რომლის წინაშე ბევრი უძლური აღმოჩნდა …
ერთი მხრივ, სახელი – მინისტრია …
მეორე მხრივ – ძალაუფლება აქვს …
მესამე – მინისტრი, რომელსაც ძალაუფლება აქვს …

სამი უძლიერესი შემოტევა, რომელიც რა თქმა უნდა ფიზიკურად არ ჩანს, მაგრამ ყოველ წამს ცდილობს აცდუნოს ადამიანი …

და ამ სამი უძლიერესი ყოველწამიერი შემოტევისას თან ძველ აზრთა მორევიდან გამოსვლა …

—————-

ადამიანმა ახალი თუ არ მოიაზრა, გინდ 16 წლის იყოს გინდ 76-ის – ერთიდაიგივე აზრები აქვთ … ორივე, ფაქტობრივად, ბებერია …

Advertisements