ის დრო აღარ არის

საპრეზიდენტო მმართველობა თუ საპარლამენტო მოდელი, ისევე, როგორც მეფის ინსტიტუტი, წინამძღოლი, გურუ, მამაო წარსულია …

კარგა ხანია დადგა დრო, რომელიც, არაჩვეულებრივად, აღწერა გოეთემ თავის ზღაპარში – “მწვანე გველისა და მშვენიერი შროშანის ზღაპარი” – :

“- რა არის ოქროზე უფრო ბრწყინვალე?

– სინათლე!

– რა არის სინათლეზე უფრო მაცოცხლებელი?

საუბარი!”

წინამძღოლის, გურუს, მოძღვრის ბაგეებიდან ადამიანებს ეუწყებოდა, ასე ვთქვათ, სულიერი სამყაროს, ღმერთების სიტყვები …

დღეს?! – იმავე ბაგეებიდან, უფრო სწორედ, პირიდან, ყოველგვარი … რომელიც საბუთდება, მართლდება – წმინდა წერილით, წმინდა მამების სიტყვებით, წიგნებით და ასე შემდეგ …

წავიდა, ის დრო აღარ არის …

და ძალიანაც კარგია ამდენი ეკლესია რომ შენდება … ოდესღაც ადამიანი ფიზიკური ეკლესიის აბსურდულობას შეიცნობს და მართალია, არა უმტკივნეულოდ, შეეცდება საკუთარი თავის შემეცნებამდე მივიდეს და ვიღაცის იმედად არ იყოს …

ორ თანაბარ ადამიანს შორის საუბარი, საუბარი მასწავლებელსა და მოწაფეს შორის – როდესაც ყოველ წამს იცვლება როლები – მასწავლებელი ხდება მოწაფე, სწავლობს მოწაფისგან და პირიქით … და ეს ყველაფერი ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე …

Advertisements