სექსი – წაშლილი ზღვარი

მთელი დღე უცხო ქალაქს ათვალიერებს, იქვე კარგა მადიანად დანაყრდა და გააგრძელა დათვალიერება, მუზეუმში შევლაც მოასწრო … ულამაზეს ქუჩაზე ამოყო თავი … ვაი …

მუცელმა შეაწუხა … არ იცის საით წავიდეს … ამბიციებიც არ უშვებს რომ იკითხოს … მაგრად წუხს, ძალიან, მაგრად აწუხებს … თითქმის სასოწარკვეთილებაშია … ნაცნობი ქუჩა – სასტუმრო … ეშველა, ამოისუნთქა …

მაინც რა არის ბუნებრივი მოთხოვნილება …

ცხოველი მთელი წლის განმავლობაში (სახეობის მიხედვით) 2-3 თვე თუ არის ატეხილი … გაივლის გამრავლების პერიოდი და …

ადამიანი მთელი წელი ატეხილია … სექსიც ხომ გამრავლების საშუალებაა … უბრალოდ, იმდენად დიდი რეკლამა აქვს, რომ თითქმის ცხოვრების აზრადაა ქცეული …
ამას ისიც ემატება, რომ დღეს სექსი „სიყვარულთანაა“ გაიგივებული … არადა …

„სიყვარული სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი

იგი სხვაა სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი“

ეს ზღვარი დღეს წაშლილია …

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც … ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ისეთივე რეკლამა რომ გაუკეთდეს როგორც სექსს …

Advertisements