ნერვიულობ?

– არა …

– აბა, ისე როგორ?

– ვფიქრობ, კი არ ვნერვიულობ …

– და საერთოდ არაფერზე ნერვიულობ?

– იმაზე თუ რამდენად სწორად ვფიქრობ … და ეგეც ხელს მიშლის ფიქრში …

– და თუ აღმოჩნდა, რომ არასწორად ფიქრობ?

– თუ მასე მოხდა რაღაა სანერვიულო, სწორად გიფიქრია რომ მიმხვდარხარ

– და თუ ვერ მიხვდებოდი?

– მაშინ, მით უმეტეს არ გექნება სანერვიულო …

– მაშინ რა არის ნერვიულობა?

– ეგოიზმის ერთერთი ფორმა, ვნერვიულობ იმიტომ, რომ მინდა იყოს ისე, როგორც მე მინდა …

Advertisements