გადამტერება, გაღიზიანების ერთი მხარე

არ მომწონს, აგრესია მაქვს მის მიმართ, მაღიზიანებს, ვერ ვიტან …

რამდენი რამაა, რაც ვერც კი გამიგია რატომ ან რისთვის …

თუ რაიმე მიზეზი ვუპოვე – მიზეზის პოვნა ძალინ ადვილია – ხომ კარგი …

თუ არადა … მაღიზიანებს, ვერ ვიტან …

—————————————————————————————-

ჩემდამი აგრესიულია, ვაღიზიანებ, ვერ მიტანს …

თავადაც ვერ ხვდება, რატომ ან რისთვის …

ნუ თუ რაიმე მიზეზი იპოვა – მიზეზის პოვნა ძალინ ადვილია – ხომ კარგი …

თუ არადა … აგრესიულია, ვაღიზიანებ, ვერ მიტანს …

—————————————————————————————–

ტყუილში რომ გამომიჭერენ ან გაიგებენ იმას, რასაც ვფარავდი …

სულ მცირე ვღიზიანდები

—————————————————————————————–

როცა, თუნდაც, გაუცნობიერებლად, ის ხვდება, მე ვინ ვარ რეალურად, რას ვფიქრობ თუ გულში რა მიდევს, რეალურად ჩემი სიტყვების უკან რა იმალება …

მეც ხომ ვხვდები, ასევე გაუცნობიერებლად, რომ მან ეს იცის … ძალიან მაღიზიანებს, ვემტერები …

—————————————————————————————–

მოყვარეს პირში უძახეო … მაგრამ იმ მოყვარეს ხომ იმის გაგება სურს, რაც თავად უნდა რომ მოისმონოს …

რომც არ უთხრა – ის მაინც გაღიზიანდება, გადამემტერება, შეიძლება არა აშკარად …

Advertisements