ვარსკვლავი

ერთ-ერთმა ვარსკვლავმა როდესაც დაინახა, რომ ადამიანები იმდენად ურწმუნონი გახდნენ, რომ მათივე მკურნალის, ქრისტესი, აღარ სწამდათ, მოსწყდა და დაეშვა დედამიწაზე და შემოიტანა მკურნალობის ფორმა, რომელსაც ჰომეოპათია უწოდა (ბერძნ. homos– ,,მსგავსი” და patos– ,,დაავადება”). ჰომეოპათიის პრინციპი – ,,მსგავსი მსგავსით ინკურნება”(,,Similia similibus curantur”).  1810 წელს გამოსცა წიგნი ,,საექიმო ხელოვნების ორგანონი”.

ეს ვარსკვლავი სამუელ ჰანემანი (Samuel Friedrich Christian Hahnemann; 10 აპრილი 1755, მეისენი — 2 ივლისი 1843 პარიზი) იყო, რომელიც პრეპარატებს პირველ რიგში საკუთარ თავზე ცდიდა(!!!) – ასე ვთქვათ, საკუთარი ნებით ავადმყოფდებოდა და მერე იკურნებოდა – ამ პროცესში აკვირდებოდა სიმპტომებს და ასე შემდეგ. დაკვირვებების შედეგად აღმოაჩინა, რომ, ის, რაც დაავადებას იწვევდა ადამიანში, იგივე კურნავდა დაავადებულს. და ამავე დროს დაადგინა, რომ არა აქვს მნიშვნელობა დაავადებას, თუ სიმპტომები ერთნაირია და … დაავადებები ქრებიან იმ წამლებით, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მსგავსი დაავადება. მსგავსების კანონებამდე პარაცელსიც (XVII საუკუნე) მივიდა, მისი გამონათქვამია: ,,ყოველი შხამი ერთდროულად წამალია”, ,,შხამი რასაც წამლავს, მცირე დოზით გამოყენებისას იგივეს  მკურნალობს”.

ჰომეოპათიაში საუბარია მცირე დოზებზე – ასე ითვლება, თორემ რომ გამოვთვალოთ, საოცარ შედეგამდე მივალთ, კერძოდ:

როგორ მზადდება პრეპარატი?

მაგალითად, აიღეთ, თქვენი საყვარელი მურაბის 1(ერთი) წვეთი და დაამატეთ 9(ცხრა) წვეთი წყალი, შემდეგ ამ 10(ათი) წვეთიდან ისევ ავიღოთ 1 წვეთი და სხვა ჭურჭელში, ისევ 9 წვეთი წყალი დავამატოთ, მერე კიდევ და კიდევ (ჰომეოპათიაში ამას განზავებები ჰქვია და წყლის მაგივრად სპირტი გამოიყენება).

ისევ, კიდევ და ასე შემდეგ …

არა მგონია, რომ მესამე ან თუნდაც მე-5 ან მე-7 ჭურჭელში მურაბის გემო ვიპოვოთ …

ქიმიური ანალიზი უკვე მე-16 ან მე-18 განზავებისას მურაბას ვეღარ პოულობს …

და მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღაფერია დარჩენილი თქვენი საყვარელი მურაბიდან (არც გემო და არც ფიზიკურ-ქიმური ნივთიერება) ის კურნავს …

და რა კურნავს მაშინ, თუ აღარაა, განზავდა-გაქრა ნივთიერება(მურაბა)?

– …

დღეს ძირითადად 10-ობითი შკალით ხდება პრეპარატის დამზადება ანუ 9:1 – 9(ცხრა) წვეთი სპირტი + 1(ერთი) წვეთი „მურაბა“

სამუელ ჰანემანი 100-ობითი შკალით ამზადებდა – 99:1 – 99(ოთხმოცდაცხრამეტი) წვეთი სპირტი + 1(ერთი) წვეთი „მურაბა“

კიდევისევ

კიდევ … კიდევ ერთხელ და ასე შემდეგ მე-80, მე-100, ზოგ შემთხვევაში მე-200 განზავებადეც ადიოდა სამუელ ჰანემანი …

ფიზიკური ნივთიერება(მურაბა) მე-16 თუ 23-ე განზავებისას აღარაა – რაღა კურნავს?

სულია მკურნალი – სული, რომელიც თქვენი საყვარელი მურაბის უკანაა დაფარული და ასეთ განუმეორებელ გემოს აძლევს …

P.S. ეს ჩანაწერი არაა ჰომეოპათიის რეკლამა …

უბრალოდ, მაგალითია იმისა თუ რამდენად აბსურდში იმყოფება თანამედროვე მედიცინა და იმედია, თავს დააღწევს ილუზიიას, რომ Na(ნატრიუმი) ან K(კალიუმი) აკლია ადამიანს და მისი დამატებით(მანქანაში ზეთის ან საწვავის დამატების მსგავსად) დაავადება მორჩება …

Advertisements