წერილი

– მოვიდა … აბა, ტელეფონით რა გითხრა, რომ მოხვალ …

დაბალ მაგიდაზე მხოლოდ გახსნილი კონვერტი და საფერფლე …

– ნამცხვარს და ნაყინს ამოვიტან … 10-15 წუთში აქ ვარ … არ გეწყინოს, მინდა მე ვიცოდე ამ წერილის შინაარსი – რა ვიცი, ვფიქრობ ასე სჯობს …

– არაა პრობლემა …

დაიხრება კონვერტის ასაღებად … საუბარი გრძელდება … ლაპარაკ-ლაპარაკში კონვერტი ისევ მაგიდაზეა … ჩადის ნაყინისა და ნამცხვარის მოსატანად …

დაბალ მაგიდაზე, ისევ, გახსნილი კონვერტი და საფერფლე …

ხმა -1 : – აიღე, რას გაიგებს და ისევ ისე დადებ …

ხმა – 2 : – შემოსასვლელში ან აივანზე დახვდი, რაიმე რომ არ იფიქროს … სახელი არ გაგიტყდეს …

1: აიღე …

2: სახელი არ გაიფუჭო …

—————————————————————————-

XX საუკუნე 1-იც და 2-ც ცალ-ცალკე …

მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე თუ სასულიერო პირი … მხოლოდ თავისი საქმით … იყვნენ ცნობილნი თუ არაცნობილნი … სახელი ჰქონდათ …

იყვნენ, თანამედროვე ენით, ბიზნესმენები(„ცეხავიკები“) – რომლებსაც „სახელი“ ნაკლებად თუ აინტერესდათ, თავის საქმეს, ბიზნესსა თუ ფულს აკეთებდნენ …

—————————————————————————–

XXI საუკუნე – 1+2:

მეცნიერსაც, საზოგადო მოღვაწესა და სასულიერო პირსაც – მარტო „სახელი“ არაა საკმარისი, სრული კომფორტისთვის – სჭირდება ხელფასი, ფულიც, კარგი ავტომობილი, სახლიც …

იმას, ვისაც არცთუ მცირე დანაზოგი აქვს ბანკსა თუ ბიზნესში – მარტო ეგ არაა საკმარისი სრული კომფორტისთვის – „სახელიც“ სჭირდება … აშენებს ეკლესიებს, აწყობს საქველმოქმედო … საკუთარი სახელით …

– წერილი დარჩა მაგიდაზე?!

1+2 – ორივე ერთად:

– წაიკითხე, რას გაიგებს, ისევ ისე დადე, შემოსასვლელში ან აივანზე დახვდი – სახელიც არ გაგიტყდება და იხეირებ(გაიგებ რა წერია) კიდეც …

——————————————————————————————-

არის კიდევ მესამე …

მესამე, რომელიც, არც არაფერს აიძულებს, არც ურჩევს და არც კრძალავს – როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ …

მარიამ მაგდალელი მიდის ქრისტე იესოსთან, რომელიც სილაზე ზის და სილაში წერს … არც დაძრახვა, არც მოწონება … საერთოდ არაფერი თქმულა, უბრალოდ სილაზე იწერებოდა …

და კიდევ რაღაც, რაც ქენჯნის …

——————————————————————————————-

და ვინ თქვა, რომ მარტო ვარ ოთახში ან საერთოდ სადმე და/ან ვერავინ ვერაფერს ხედავს, ესმის თუ … ?

პირველი(1), მეორე(2), მეც და მესამეც … ერთად ვართ – ეს სულ ცოტა … და ვწერ წერილს, ვწერ ჩემსავე ცხოვრებას, რომელსაც შემდეგ წავიკითხავ და რამდენი რამ იქნება ჩასასწორებელ-გასასწორებელი … მაგრამ … სადაც დავწერე, იქ უნდა …

Advertisements