უნდა-მინდა

უნდა ანუ მინდა, უნდა = მინდა

ბავშვობიდან მოყოლებული და მთელი ცხოვრება:

უნდა დალიო, ჭამო, დაისვენო, ასე გააკეთო, ისე უნდა, უნდა იმუშაო, სამსახური უნდა …

„უნდა“-საც და „მინდა“-საც წინ ძახილის ნიშანი აქვს (!)

!-უნდა = !-მინდა

ანუ !-უნდა გაკეთდეს ასე – ესე იგი – მე !-მინდა გაკეთდეს ასე …

ჭიქა წყლის მიწოდება თავის ადგილზე მადლია, სიკეთეა …

წყალში რომ კაცი იხრჩობა, დახმარების ნაცვლად, იგივე ჭიქას წყლის მიწოდება …

ძახილის (!) ნიშანი თუ კითხვის (?) ნიშნით შეიცვლება … ვითარება რადიკალურად იცვლება …

!-უნდა თუ შეიცვლება ?-უნდა – სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევდივარ, სხვის აზრს პატივს ვცემ …

იგივეა, ალბათ, !-მინდა-ს შემთხვევაშიც – ?-მინდა …

?-მინდა კი? …

მაშინ, როდესაც ვიცი რომ – როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში ისე …

ანუ ცათა სასუფევლის კარიბჭის ზომა ნემსის ყუნწის ხელაა და გაეტევა კი, შიგ ჩემი მერსედესი, ვილა, მობილური ან გავეტევი კი მე, ჩემი ამბიციებითა და აზრებით, მიუხედავად იმისა, რომელიმე რელიგია შემინდოს თუ …

?-მინდა …

Advertisements