ის, რაც მომავლიდანაა

კაცობრიობის განვითარებაში, ფაქტობრივად, დაწყებულია ეპოქა, როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა განთავისუფლედეს ყოველგვარი მიჯაჭვულობისგან, იმისგან რაც არათავისუფლებაში ამყოფებს …
ისევე, როგორც უკანა პლანზეა რასა(მიკუთვნებულობა კანის ფერზე), ერი, ეროვნება თუ ნაციონალობა, კუთხურობა, საქართველოს შემთხვევაში, კახელი, იმერელი, მეგრელი, სვანი … კიდევ უფრო დაქუცმაცებულ-დანაწევრებული, როგორიცაა, უბანი, კორპუსი, ეზო … გვარი, ოჯახი, დედმამიშვილი და ასე შემდეგ … ეს ყველაფერი ხომ როგორც არათავისუფლება, მიკუთვნებულობა ბოჭავს ადამიანს – თუნდაც, რომელიმე გუნდის გულშემატკივრობა … მაგრამ, იმდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამ არათავისუფლებაში, რომ მაინც არის საუბარი თუ მოწოდებები ნაციონალურ, ეროვნულ … ფანებზე … მრევლზე … თუ სხვა მსგავს არათავისუფლებაზე …

„პატივ ეც …“ მცნებები, რომელიც მოსემ მისცა იმდროინდელ კაცობრიობას – ფიზიკური კავშირი

…დღევანდელმა ცივილიზაციამ მიაღწია იმას, რომ ფაქტობრივად სახელმწიფოთა შორის საზღვრები მხოლოდ ქაღალდზეა … ინტერნეტს, მასმედიასა თუ კომუნიკაციების სხვა საშუალებებს, გარდა უარყოფითი მხარესა, მეორე – უაღრესად დადებითი მხარეც აქვს: ადამიანები ურთიერთობენ საზღვრებს გარეშე – საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, მყარდება კავშირები, ურთიერთობები და სხვა … ყველაფერს მომზადება სჭირდება … და თუნდაც ბლოგები, სოციალური ქსელები(„Facebook“ და მსგავსი) უკვე არის ამის წინაპირობა …

ფიზიკური ურთიერთობები უკან იხევს და წინა პლანზე სულიერი (უფრო ზუსტად მშვინვიერი*) გამოდის …
ელემენტარული დაკვირვებაც კი ცხადყოფს, რომ თუნდაც და-ძმას, ან მშობელსა და შვილს შორის, ნათესაობსა და … რომლებიც სუფთად ფიზიკური კავშირია – ურთიერთობა გაცილებით უფრო უინტერესო, სავალდებულოა, ტრადიციულ-იძულებით-არათავისუფალია … საერთო ინტერესი, როგორც წესი, არაა … არათავისუფალებაა …

სხვა ადამიანებთან კი, თუნდაც, იგივე სოციალურ ქსელში, ბლოგებზე თუ სხვაგან, ურთიერთობა გაცილებით ინტენსიურია, საერთო ინტერესებით … რა სახელიც უნდა უწოდონ, ესაა ურთიერთობა – ინტერესებში ორთა ერთობა და არა ფიზიკური ერთობა, ალბათ …

ხდება ის, რაზეცაა სახარებაშია ნათქვამი:

და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. (სახარება მათესი 19,29)

საუბარი არაა, თანამედროვე გაგებით, მიტოვება-ღალატზე თუ მსგავს ინტერპრეტაციებზე …

ვინც დაძლევს ფიზიკურ კავშირს, გათავისუფლდება ამ, ფიზიკური, მიკუთვნებულობა-არათავისუფლებისგან … და სულიერ (უფრო ზუსტად, მშვინვიერ*) ურთიერთობებს მიანიჭებს უპირატესობას …

P.S. რა თქმა უნდა, საკრალურ ტექსტებში, ყველა სიტყვას ოქროს ფასი აქვს და თითოეულის უკან რამოდენიმე აზრია დაფარული …
* „მშვინვიერი“-მივიწყებული ქართული სიტყვა – სამშვინველი = გერმანულად – Die Seele, რუსულად душа, ბერძნულად – ψιχε(fsiqe).

Advertisements