მზა კითხვები, სიფხიზლე, ცხოვრების გზა

წინასწარ მოფიქრებული, მზა კითხვები თუ პასუხი …
– ყველაფერი მზად მაქვს, ვიცი რაც უნდა ვთქვა, როგორც … თუ ასე იქნება, მაშინ …
– ის მართალია არ მომწონს, მაგრამ სხვა გზა არაა … მეორე კარგია …

სრულიად მზა, ყველანაირად მომზადებული, თვით სიმპათიებითა და ანტიპათიებით დახუნძლული … ან მოდის, ველოდები უკვე მზა აზრებით …

ტიპიური მაგალითი იმისა, თუ წინასწარ მოფიქრებული მზა როგორ აფუჭებს ყველაფერს, კლავს იმას, რაც უნდა … შეიძლება ითქვა კიდევაც, მაგრამ … მზად ვიყავი სხვა რაიმის გასაგება და არა …

ამ შემთხვევაში კი ადამიანს, რომელიც „ცუდადაა“ – ცუდად კი არადა კარგადაა, გაცილებით კარგად ვიდრე გვგონია … არ აცალეს იმის თქმა, რაც უნდა თქმულიყო, მაგრამ, მიუხედავად ყველაფერისა, ორი სიტყვით ყველაფერი ითქვა, აბსოლუტურად ყოვლისმომცველი რამ …

თუ ვინმემ ვერ გაიგო რაც ითქვა, ჰკითხოს მას ვინც გაიგო და თუ პასუხად მიიღო:

– მამუკა ჩარკვიანმა თქვა, რომ … ან ამით გამოხატა  … უნდოდა ეთქვა …

ჩათავალეთ, რომ მან ზუსტად იმდენი თუ იმდენად გაიგო, რამდენიც ჭიანჭველამ აინშტაინის „ფარდობითობის თეორიაში“ …

Advertisements