ასოციაციები … ზედაპირი …

ზედაპირი – ზედა პირი, რომლის ქვემოთ თუ ქვეშ რაიმეა …

ასოციაცია ანუ ის, რაც, რაღაცას ან რაიმეს მოგვაგონებს, მივამსგავსებთ ან …

ის, რაც ზედა პირის, ზედაპირზეა და რომლის უკანაც ვინ ან რაა … ?!

ვის ან რას ვამსგავსებთ თუ მოგვაგონებს ვინმე ან რაიმე … ?!

ზევსი, აპოლონი თუ ბუდა, კრიშნა, პავლე მოციქული თუ როგორი უნდა იყოს ეს თუ ის საკითხი ან მოვლენა … აღწერილია ამა და ამ მეცნიერის, მკვლევრის, მწერლის, თეოლოგის თუ … მიერ და დასაბუთებულია რომ …

დღეს, რადგანაც სიყვარული სექსთანაა გაიგივებული, „ვეფხისტყაოსანშიც“ აღმოაჩენენ ფარულ თუ აშკარა სექსუალურ სცენებსა და სტრიქონებს – „კამასუტრა“ ხომ მთლიანად სექსის ტექნიკის აღწერაზეა დაყვანილი … შეიძლება იაკობ ცუტრაველის „შუშანიკის წამება“-შიც, შუშანიკის ფსიქო-სექსუალური პორტრეტიც კი დაიხატოს, დასაბუთდეს რომ …

და ეს ყველაფერი ასოციაციებით ხდება, რომლებიც ბავშვობიდანვე გვიყალიბდება, მყარი აზრიფორმების სახით და რომლებთანაც შელევა ძალზედ რთულია – ვიცი რომ ეს ასეა და მორჩა … ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსია, კოლგეიტი N1 კბილის პასტაა მსოფლიოში, „ბეკო“ კი მსოფლიო მარკაა …

– გამოდის, რომ დღევანდელი აზროვნების ფორმა ასოციაციურია და თანაც ზედაპირული …

– რატომ?

– თავად აზროვნების პროცესი როგორ მდინარებს, მიდის თუ ხორციელდება?

– ჩვეულებრივ … ვაზროვნებ და …

– და როგორ?

– …

– მეცნიერი, არამეცნიერი, სასულიერო თუ საერო პირი … ყველას ხომ „დასკვნა“ გამოგვაქვს, გვაქვს შეხედულებები, ჩვენი აზრები თუ წარმოდგენები, ამა თუ იმ საკითხზე და ასე შემდეგ …

– რა თქმა უნდა …

– და ეს ყველაფერი ხომ აზროვნებაში ხდება?!

– რა თქმა უნდა …

– ხოდა, სანამ დასკვნას, შეხედულებასა თუ სხვა მსგავსს გადმოვაფრქვევთ, ვერკვევი კი მისი წარმოშობა როგორ ხდება ან რანაირად და …

– …

– გამოდის რასაც ჩამძახებენ … იქიდან რაც მოგვეწონება იმას ამოვირჩევთ და საკუთარ აზრად, შეხედულებად ჩამოვიყალიბებთ … მიგვაჩნია, ვთვლით რომ ეს …

– …

– თვით ეს შერჩევაც – მომწონს-არმომწონს, ვეთანხმები-არვეთანხმები, ლოგიკურია-არალოგიკურია, კარგია-ცუდია – ეგეც ხომ ისევ და ისევ აზროვნებაში ხდება …

– …

Advertisements