პროგრამა – ტრენინგი „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები …

„გადავარჩინოთ ჩვენი შვილები ნარკოტიკული და ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან“ პროგრამა-ტრენინგი – ტარდება … 10 მომხსენებელი: პროფესორი …; ფსიქორეაბილიტაციისა და … აკადემიის პრეზიდენტი ბატონი … ; ექსპერტები …; … პროგრამა ითვალისწინებს …., … დასრულებისას სადილი, ფურშეტი, ალაფურშეტი, ქეიფი …

საოცრება 1:

ზემოთქმულის ზუსტი თარგმანი:
საერთაშირისო და ადგილობრივ დონეზე აღიარებული პროფესორ-ექსპერტები ვატარებთ ტრენინგს „…” – ტრენინგინს დასრულებისთანავე კიდევაც დავლევთ და შემდეგ ნარკოტიკებსაც მოვიხმართ დიდი ოდენობით …

ანუ, რა გამოდის? ის რაც ამ მსოფლიო ტვინების მიერ, ჯერჯერობით არაა აღიარებული როგორც ნარკოტიკი, ის არაა ნარკოტიკი … და თუ მათი „უმძიმესი” მუშაობის მერე მიიღება სასმელი, არც ეგაა სასმელზე დამოკიდებულება, განტვირთვაა …

როგორც, თუნდაც, გარეგანი ისტორიიდანაა ცნობილი, ძველად ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება – იყენებდნენ ერთეულები, ისიც სრულიად კონკრეტული მიზნით … არა მგონია, რომ ისინი მაშინ თვლიდნენ, რომ იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს …

ახლა, კი იყენებენ, მაგრამ, რადგანაც ჯერჯერობით არაა აღიარებული – ეს მსოფლიო ტვინები, ვერ ხვდებიან და იმიტომ – როგორც ნარკოტიკი, ამიტომ დაშვებულია … სხვისას ხედავენ, საკუთარს არა, იმიტომ, რომ თავად მათ არ უღიარებიათ ნარკოტიკად …

ანუ
გაძლებს კი დღევანდელი ადამიანი ტელევიზორის, კომპიუტერის, ინტერნეტის ან … გარეშე … აქ ხომ გაცილებით მეტი დამოკიდებულებაა და არა მარტო, ვიდრე ის ნარკოტიკი, რომელსაც ასეთად თვლიან …

საოცრება 2:

წერენ და კითხულობენ … იღებენ ტიტულებსა თუ წოდებებს, ქადაგებენ და მოუწოდებენ … თავად ხომ …

ვინ ატარებს ამ ღონისძიებას?
ტიტულიანი თუ უტიტულო ადამიანები, რომლებიც – ძირითადად, უმეტესობა, ალბათ 99,9999999999999999999999% – არასდროს, არც ლოთის მდგომარეობაში ყოფილა და მით უმეტეს არც, ეგრეთ წოდებული, ნარკომანის …

საინტერესო რამ გამოდის, დაახლოებით ასეთი:
მანქანის მართვის არ (!!!) მცოდნემ, წიგნი რომ გამოსცეს, ტრენინგები და ასე შემდეგ, ჩაატაროს ავტომობილის უსაფრთხო მართვაზე ….

უფრო ნათელი მაგალითია, ალბათ:
80-85 წლის ქალიშვილმა (!!!) მოხუცმა (თუ მოხუცმა ქალიშვილმა), სიკვდილის წინ, წიგნი რომ დაწეროს სექსზე …

Advertisements