რას მივტირით … ვის დავიტირებთ

– გახსოვს … ?

– როგორ არა, ისეთი აღარაა, ნეტავ …

– რა გემო ჰქონდა … რა კარგი იყო … ფერითაც სხვა იყო …

– ის ხომ სხვა სილამაზეა … სულ მენატრება …

– ის დრო აღარ დაბრუნდება? …

რას მივტირივართ? …

საკუთარ შეგრძნებებს, რომელშიც კომფორტულად ვიყავით და გვსურდა რომ უსასრულოდ გაგრძელებულიყო …

უსასრულოდ ანუ … არანაირი განვითარება, არანაირი კითხვის დასმა თუ რატომ იყო ასე ან რატომ … როგორ …

ვის დავიტირებთ?

საკუთარ თავს, რომელიც განვითარებას ჩამორჩა და ისევ და ისევ უკან სურს დაბრუნება – წარსულში, რომელიც იყო და აღარასდროს დაბრუნდება იმ ფორმით …

Advertisements